პროდუქტები – Euro Constructor

ჩვენი პროდუქტები

ევრო კონსტრუქტორი

იხილეთ კონსტრუქციების კატეგორიები

პროდუქცია: კონტეინერები

კონტეინერები:

ჩვენთან დამზადებული სენდვიჩ პანელის კონტეინერები შექმნილია სივრცის საუკეთესოდ ათვისებისთვის, რასაც განაპირობებს მისი გამძლეობა, ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობა. იდეალურია ნებისმიერი კომერციული საქმიანობისთვის და გთავაზობთ სხვადასხვა ღირებულებას. შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული ნებისმიერი დიზაინი, რომლის მაქსიმალურად პრაქტიკულად შერჩევაში ჩვენ დაგეხმარებით.

პროდუქცია: კოტეჯები

კოტეჯები:

სენდვიჩ პანელის კოტეჯები დამზადებულია იგივე მასალით, როგორც ჩვენი სხვა ნებისმიერი პროდუქცია, შესაბამისად მათ აქვთ ზუსტად იგივე ტიპის მახასიათებლები, განსხვავება მდგომარეობს ვიზუალური კუთხით და ძირითადად მზადდება საცხოვრებელი/სააგარაკო მიზნებით მათი მყუდრო და დაცული ბუნებიდან გამომდინარე. ამისდა მიუხედავად, კოტეჯების კომერციული მიზნით დამზადებაც ხშირად ხდება, განსაკუთრებით საგუშაგოსა და სასტუმრო კოტეჯის კუთხით.

პროდუქცია: ვიტრაჟები

ვიტრაჟები:

ვიტრაჟების შემთხვევაშიც განსხვავება არის ვიზუალურ/ესთეტიკურ ჭრილში. საუკეთესოა საოფისე სივრცედ, გაყიდვების ოფისად, სწრაფი კვების ობიექტად და სხვა მსგავსი დანიშნულებისათვის. ფართო ზომის ფანჯრების დახმარებით კონტეინერის შიგთავსი გარედან ჩანს ესთეტიკურად. ვიტრაჟებით დამზადებულ კონტეინერში მარტივად აღწევს ბუნებრივი სინათლე და ქმნის დამატებით კომფორტს, დადებით განწყობას.

პროდუქცია: ხის და დეკის პანელები

ხის და დეკის პანელის პროდუქტები:

საუკეთსო ხარისხის ხის და დეკის პანელით დამზადებული ჩვენი პროდუქცია ფართოდ მოთხოვნადია მათი დახვეწილი ვიზუალის და პრაქტიკული თვისებებიდან გამომდინარე. შეგვიძლია დაგიმზადოთ ნებისმიერი დიზაინისა და ზომის პროექტი და დაგეხმაროთ თქვენი სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად და ესთეტიკურად ათვისებაში. როგორც ჩვენს სხვა ნაწარმში, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია გადატიხვრების, ელექტროობისა და სველი წერტილების მოწყობა.

Scroll to Top