საცხოვრებელი კონტეინერი - ევრო კონსტრუქტორი

საცხოვრებელი კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში დაგიმზადებთ თბოიზოლირებულ და კომფორტულ საცხოვრებელ კონტეინერს, რომელიც უძლებს რთულ სეზონურ ამინდებს და გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით.  საცხოვრებელი კონტეინერის დამზადებას სჭირდება რამდენიმე დღე, ხოლო მიტანა და მონტაჟი შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე, თუნდაც რთულად მისადგომ ადგილებში. ამასთანავე, შესაძლებელია კონტეინერის ადგილზე აწყობა. გთავაზობთ სრულ კეთილმოწყობას, ელექტროობას, სველ წერტილებს, გადატიხვრებსა და ნებისმიერ ვარიანტს თქვენი სურვილის მიხედვით. 

საცხოვრებელი კონტეინერები განსაკუთრებით მოთხოვნადია აგარაკებზე, რეგიონებში და მაღალმთიან ზონებში, სადაც სტანდარტული ტიპის მშენებლობა ძვირი, რთული ან არაპრაქტიკულია. ჩვენი პროდუქციის მთავარი ღირებულება ალტერნატივებთან შედარებით, მის ეკონომიურობასთან ერთად არის მდგრადი, პრაქტიკული და მოქნილი ბუნება, ვინადაინ ფაქტობრივად მოძრავი სახლის როლს ირგებს. ტრანსპორტირდება მარტივად ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. ჩვენთან დამზადებული საცხოვრებელი კონტეინერი გამოდგება როგორც დროებით, ასევე მუდმივ საცხოვრებლად.

  იხილეთ დეტალურად:

რა დანიშნულებით გამოიყენება საცხოვრებელი კონტეინერები

საცხოვრებელი კონტეინერები, თავიანთი გამძლე, მოქნილი და კომფორტული ბუნებიდან გამომდინარე იდეალური ვარიანტია სხვადასხვა საჭიროებებისას. მაგალითად, საცხოვრებელი კონტეინერები ძალიან ხშირად მზადდება კერძო პირებისთვის, როგორც მუდმივად საცხოვრებლად, ასევე სადაჩოდ, დროებითი მოსასვენებელი სივრცის მოსაწყობად, გასაქირავებლად და სხვა ნებისმიერი მიზნისათვის. ასეთი ტიპის კონტეინერები, მათ შორის, აქტიურად გამოიყენება სამუშაო ობიექტებზე, სადაც საჭიროა თანამშრომლებისთვის დაცული და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა.

მაღალმთიან და რთულად მისადგომ რეგიონებში საცხოვრებელი კონტეინერი ხშირად ყველაზე რეალისტური გამოსავალია. ჩვენი პროდუქციის ჩატანა და მონტაჟი შესაძლებელია ისეთ ადგილებში, სადაც მძიმე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა პრობლემური, ან შეუძლებელია. ამ მიზეზით, საცხოვრებელი კონტეინერები ხშირად გამოიყენება ისეთ ტურისტულ ზონებში საქართველოს მასშტაბით, როგორებიცაა ბაკურიანი, გუდაური, ბორჯომი, ყაზბეგი, სვანეთი და ასე შემდეგ.

საცხოვრებელი კონტეინერის უპირატესობები

საცხოვრებელი კონტეინერის მთავარი უპირატესობა მისი დამზადების სისწრაფეა. იგი არ საჭიროებს ხანგრძლივ და რთულ სამშენებლო პროცესებს, ვინაიდან ევრო კონსტრუქტორში კონსტრუქცია იწყობა მარტივად, რამდენიმე დღეში ჩვენი პროფესიონალი პერსონალის მიერ.

თბოიზოლაცია და კომფორტი

საცხოვრებელი კონტეინერი სრულად უძლებს სითბოსა და სიცივეს. გამოყენებული მასალები უზრუნველყოფს ტემპერატურის შენარჩუნებას ზამთარში და სასიამოვნო სიგრილეს ზაფხულში. აქედან გამომდინარე, ჩვენთნან იქმნება ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომლებიც მორგებულია საქართველოს კლიმატზე. ყველაფერთან ერთად, საცხოვრებელი კონტეინერი არის ცეცხლგამძლე და აგრეთვე ჰიდროიზოლირებული, შესაბამისად შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ როგორც წვიმის, აგრეთვე საგანგაშო სიტუაციის პირობებში.

დამატებითი კომფორტის შესაქმნელად შესაძლებელია გათბობისა და გაგრილების სისტემების დამატებაც, მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით.

სახლი კონტეინერი

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია მორგებულია ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მისი ხშირი სახელწოდებაა სახლი კონტეინერი. იმისდა მიუხედავად, რომ თითეული პროექტი თქვენი სურვილის მიხედვით მზადდება, შეკვეთები ძირითადად მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციურ ზონას, რომლებიცაა მისაღები ოთახი, საძინებელი, ტუალეტი, საშხაპე და სამზარეულო კუთხე. ამასთან ერთად, შეგვიძლია ნებისმიერი რაოდენობის და ტიპის გადატიხვრების მოწყობა, კარ-ფანჯრის დამატება და მასალის ჩანაცვლება. მაგალითისთვის, მომხმარებლებს პოლიურეთანის სენდვიჩ პანელის გარდა ვთავაზობთ ხის, დეკის და მეტალის პანელის კონტეინერებს.

სახლი კონტეინერი განსაკუთრებით პოპულარულია მისი დაბალი ფასიდან და მედეგობიდან გამომდინარე. ევრო კონსტრუქტორში უკვე გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი და ჩვენს კონტეინერებს შეხვდებით სრულიად საქართველოს მასშტაბით.

შიდა მოწყობა და დაგეგმარება

საცხოვრებელი კონტეინერის შიდა სივრცე იგეგმება ინდივიდუალურად, რაშიც ჩვენ დაგეხმარებით იმ შემთხვევაში თუ სასურველ დიზაინზე ჯერ არ შეჯერებულხართ. 

დაგეგმარების პროცესში ყურადღება ექცევა თუ რა გარემოში აპირებს მომხმარებელი საცხოვრებელი კონტეინერის განთავსებას. სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით, კონტეინერის შიდა მოწყობის სქემაში შეგვაქვს სხვადასხვა პრაქტიკული ცვლილებები, რომლებიც საშალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ თქვენი სურვილები საუკეთესოდ.

გამძლეობა და ექსპლუატაცია

საცხოვრებელი კონტეინერი წარმოადგენს მყარ კონსტრუქციას, რომელიც სათანადო მოვლის პირობებში ინარჩუნებს მდგრადობას დეკადების განმავლობაში. კონტეინერი ადვილად უძლებს საქართველოს ყოველდღურ კლიმატს, ხოლო უხეში ამინდების პირობებში მარტივად დაგიცავთ დამხმარე მოწყობილობების დახმარებით (მაგალითისთვის პატარა გამათბობელი).

კონტეინერის ტრანსპორტირება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა და ხელახალი გამოყენება.

რატომ ირჩევენ საცხოვრებელ კონტეინერს

ალტერნატივებთან შედარებით, მოიწყობთ კომფორტულ და გამძლე სივრცეს იაფად, რომელსაც თქვენი სურვილის შემთხვევაში ამწეთი გადაიტანთ ნებისმიერი მიმართულებით.

რა პროცედურით იყიდება საცხოვრებელი კონტეინერი?

საცხოვრებელი კონტეინერის შესაძენად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ მითითებულ მობილურის ნომერზე ან გვეწვიოთ ჩვენს მისამართზე, თბილისის შემოსასვლელი, სოფელი მუხათგვერდის კომერციული ზონა.

ამის შემდეგ,ერთად განვიხილავთ თქვენთვის სასურველ პროექტს, ჩვენ ჩავერთვებით დიზაინის დაგეგმვაში და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ რეკომენდაციებს კვადრატულობის, მასალის და კეთილმოწყობის კუთხით. 

პროექტის დეტალებზე შეჯერების შემდგომ, შეთანხმებულ დროში უნაკლოდ შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებას და ჩაგაბარებთ შეთანხმებულ პროდუქტს, რომელიც თქვენ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ტრანსპორტირდება და მონტაჟდება. თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია კონტეინერი ადგილზე აგიწყოთ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც მომხმარებლისთვის სასურველ ადგილზე შეუძლებელია კონტეინერის ტრანსპორტირება უკვე აწყობილ მდგომარეობაში.

კონტეინერის ტიპები

კონტეინერის ტიპები

აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

ადეკვატური მოხმარების პირობებში, კონტეინერის ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებია, მისი მედეგი სტრუქტურიდან გამომდინარე.

კონტეინერი არის თბოიზოლირებული, ვინაიდან ძირითად სამშენებლო მასალად ვიყენებთ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელს, რომელიც ზამთარში სიცივეს საკმაოდ ეფექტურად იკავებს. გამორჩეულად უხეშ ამინდებში, მცირე გამათბობელი მოწყობილობა სრულიად საკმარისი იქნება მყუდრო და თბილი სივრცის მოსაწყობად. აგრეთვე თბოიზოლირებულია სხვა მასალით დამზადებული ვარიანტები. იგივენაირად, ზაფხულის ცხელ ამინდში საცხოვრებელ კონტეინერში ეფექტურად არის შენარჩუნებული სიგრილე.

სტანდარტული საცხოვრებელი კონტეინერის ფასი არის 6,000 ლარი, ხოლო ზოგადი ღირებულება დამოკიდებულია პროექტის ზომაზე და დეტალებზე. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ზუსტი ფასის დასათვლელად.

ჩვენი მძღოლი თქვენთვის სასურველ დროის ჩამოტანს კონტეინერს დანიშნულების ადგილას და ამწეთი დაამონტაჟებს წინასწარ მომზადებულ, ან მოსწორებულ ზედაპირზე. იმ შემთხვევაში თუ უკვე აწყობილი კონტეინერი გაბარიტებში ვერ შემოეტევა, შეგვიძლია პროექტი პირდაპირ ადგილზევე აგიწყოთ.

უმეტეს შემთხვევებში კონტეინერის დამონტაჟებას არ სჭირდება საძირკველი და საკმარისია მყარი ან მოსწორებული ზედაპირი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკაზე, ზომებზე და შიდა მოწყობაზე.

ნებართვების საჭიროება დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე და კონტეინერის დანიშნულებაზე. ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელი კონტეინერი განიხილება როგორც დროებითი ნაგებობა.