ხის კოტეჯები
ევრო კონსტრუქტორი გთავაზობთ ხარისხიანი ხის და დეკის პანელით დამზადებულ ეკონომიურ მოძრავ ხის კოტეჯებს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალით, გამძლეობით და კომფორტით. ხის კოტეჯის დამზადებას სჭირდება რამდენიმე დღე, მაქსიმუმ 1-2 კვირა, არის კარგად თბოიზოლირებული, უძლებს ნებისმიერ კლიმატს და მარტივად ტრანსპორტირდება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე. გამოგადგებათ როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული მიზნებისთვის. შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენზე სრულად მორგებული დიზაინი, ნებისმიერი ზომის, ფორმის და სრული კეთილმოწყობით. ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია ათწლეულზე მეტი სამუშაო გამოცდილებით და გაძლევთ გარანტიას საუკეთესო ხარისხზე! იხილეთ ჩვენ მიერ წარმატებით დასრულებული პროექტების სურათები:
დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კოტეჯების ყველა ტიპი ფუნქციონალურობისა და მასალის მიხედვით.
განსხვავებული მასალით კოტეჯის დამზადების სურვლის შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ მოცემული კატეგორია:
საცხოვრებელი ხის კოტეჯი არის თბილი და მყუდრო სახლი, რომელიც ბუნებრივი და ხარისხიანი მასალით, თბოიზოლაციით და სრული კეთილმოწყობით არის კაპიტალური სახლის ეკონომიური და ჭკვიანური ჩამნაცვლებელი ნებისმიერ ლოკაციაზე. იდეალურია ოჯახისთვის მუდმივ საცხოვრებლად, ადეკვატური მოვლის პირობებში ძლებს ათწლეულების განმავლობაში და უძლებს უხეშ ამინდებს. ამასთან ერთად, ვინაიდან კოტეჯები ძირითად შემთხვევებში კაპიტალური არაა, ნებართვის მიღების პროცედურა უმეტეს შემთხვევებში შედარებით მარტივია სტანდარტულ ხის კოტეჯებთან ან სახლებთან შედარებით.
ხის კოტეჯი კარგად თბოიზოლირებულია და ინარჩუნებს კომფორტულ ტემპერატურას როგორც ცივ ზამთარში, ისე ცხელ ზაფხულში, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯებს ამცირებს. შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის საძინებლის, სველი წერტილის, სამზარეულოს და საერთო სივრცის დაგეგმარება თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ ტერასა, ვერანდა, გადატიხვრები და სხვა, ნებისმიერი მოდიფიკაცია.
სააგარაკე ხის კოტეჯი იდეალური არჩევანია ბუნებაში დასასვენებლად და ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად. ხის ვიზუალი ჰარმონიულად უერთდება მთის, ტყის ან ზღვისპირა გარემოს და ქმნის სიმშვიდისთვის შესაფერის ატმოსფეროს.
შეგიძლიათ შეუკვეთოთ კომპაქტური ვარიანტი პატარა ოჯახისთვის, ან უფრო დიდი პროექტი რამდენიმე ოთახით, ტერასით და ვერანდით. საერთო ფართობი, დიზაინი და შიდა მოწყობა სრულად მოერგება თქვენს სურვილს, მიწის ნაკვეთის სპეციფიკას და რელიეფს. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ხის კოტეჯის ერთი ლოკაციიდან მეორეზე გადატანა, რაც მას განსაკუთრებით მოქნილ არჩევანად აქცევს.
ჩვენ მიერ დამზადებულ სააგარაკე ხის კოტეჯებს შეხვდებით სრულიად საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კუთხეში და კურორტზე, მათ შორის ურბანულ ტერიტორიებზე გარეუბნებში.
ჩვენ უკვე ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში 2,500 – ზე მეტ პროექტზე გვიმუშავია, საიდანაც ასობით ხის კოტეჯი ავაწყეთ, ხოლო ამ გამოცდილებაზე დაფუძნებული ხარისხით, გაძლევთ საუკეთესო ნამუშევარის გარანტიას.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი განსხვავებული ტიპის პროდუქციის ნაირსახეობები:
სასტუმრო ტიპის ხის კოტეჯი ფართოდ გამოიყენება ტურისტულ ზონებში, სამთო და ზღვისპირა კურორტებზე, საქალაქო და სასოფლო კოტეჯის ტიპის სასტუმროს მოსაწყობად. კოტეჯებს ხშირად შეხვდებით ტყეებში ქოხის ტიპის სასტუმროებად, რომლებიც Airbnb და Booking.com – ის ტურისტულ საიტებზეა განთავსებული. დახვეწილი ვიზუალი და კომფორტული გარემო სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას უქმნის და თქვენი ბიზნესის მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ერთ ოთახიანი ხის კოტეჯიდან დაწყებული, შეგვიძლია დაგიმზადოთ მრავალ გადატიხვრიანი კოტეჯი სველი წერტილებით, მისაღებით, საძინებლებით, სამზარეულოთი და სხვა მრავალი მოდიფიკაციით, თქვენი სურვილის მიხედვით. ჩვენი მომსახურება მოიცავს დიზაინთან დაკავშირებით კონსულტაციებს, ელექტრო სისტემის მოწყობას, და სრული კეთილმოწყობისთვის საჭირო სხვა კომპონენტებს (თქვენი სურვილის შემთხვევაში კოტეჯის ავეჯით მოწყობასაც).
ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს კოტეჯებს გამოარჩევს ეკონომიურობა, გამძლეობა, დახვეწილი ვიზუალი და კომფორტი, რაც საერთო ჯამში ჩვენთან საქმიან ურთიერთობას ჭკვიანურ გადაწყვეტილებად აქცევს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.
ხის კოტეჯებს ძირითადად ვაწყობთ ჩვენს საწარმოში, თბილისის შემოსასვლელი სოფ. მუხათგვერდი, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და საწარმოო პროცესი დაათვალიეროთ შეკვეთით დაინტერესების შემთხვევაში. კოტეჯის მშენებლობა აგრეთვე შეგვიძლია თქვენთვის სასურველ ობიექტზე, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო ტრანსპორტიორისთვის მიუდგომელ ადგილას გსურთ მისი განთავსება, ან მოცულობით პროექტზე ფიქრობთ.
რაც შეეხება დიზაინსა და პროექტზე შეთანხმებას, ჩვენ გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს, რათა თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ საპროექტოდ.
მშენებლობის ხარისხსა და სტანდარტებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეპუტაცია და სახელი, რომელიც ჩვენი ოპერირების ათწლეულის განმავლობაში დავაგროვეთ, რის განმტკიცებასაც საუკეთესო ხარისხის მასალის გამოყენებით და უმაღლესი სტანდარტების დაცვით ვუზრუნველვყობთ. შეგიძლიათ ეს პროცესი საკუთარი თვალით იხილოთ ჩვენს საწარმოში.
ხის კოტეჯის ფასი
ხის კოტეჯის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კვადრატულობა, კარ-ფანჯრის რაოდენობა, გადატიხვრები, სველი წერტილები, გამოყენებული მასალა, შიდა კეთილმოწყობა და პროექტის საერთო სირთულე. ვინაიდან თითოეული პროექტი ინდივიდუალურია ნებისმიერი დეტალის ჭრილში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობილურზე ( 599449272 ), რათა გავიაროთ თქვენი პროექტი, რა მომენტშიც ზუსტად შევძლებთ დავიანგარიშოთ პროექტის ჯამური ღირებულება.
ხის კოტეჯის შეძენა შეგიძლიათ როგორც შეკვეთის გზით, ასევე შეგიძლიათ გვესტუმროთ საწარმოში და შეარჩიოთ მზა ვარიანტები. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა საწარმოში მზა ვარიანტის არჩევანი თქვენთვის სასურველ მომენტში არ იყოს შესაძლებელი, რა შემთხვევაშიც, თქვენი სურვილისამებრ დავამზადებთ და 1 – დან 2 კვირამდე პერიოდში ადგილზე დაგიმონტაჟებთ სასურველ კოტეჯს.
კონტეინერის ტიპები
აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს ძლებს ხის კოტეჯი?
ხარისხიანი ხის და დეკის პანელით დამზადებული ხის კოტეჯი, ადეკვატური მოვლის პირობებში, ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს სტრუქტურულ მდგრადობას და ვიზუალურ მთლიანობას. ჩვენი პროდუქცია გადის სპეციალურ დამუშავებას ტენიანობის, მწერების და ცვეთის წინააღმდეგ.
შესაძლებელია თუ არა ხის კოტეჯში ელექტროობის და სველი წერტილის მოწყობა?
დიახ. ხის კოტეჯში მონტაჟდება ელექტროობა, გადატიხვრები, სველი წერტილები, სამზარეულო და ნებისმიერი სხვა კეთილმოწყობა თქვენი სურვილის მიხედვით.
სად არის ხის კოტეჯის ტრანსპორტირება შესაძლებელი?
ხის კოტეჯების ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერ ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რთულად მისადგომ რეგიონებში და ობიექტებზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველ ობიექტზე ტრანსპორტირება შეუძლებელია, შეგვიძლია კოტეჯი ადგილზე აგიწყოთ.
სჭირდება თუ არა ხის კოტეჯს საძირკველი?
ჩვენთან დამზადებულ ხის კოტეჯს არ სჭირდება საძირკველი და მის დასამონტაჟებლად საკმარისია მოსწორებულ ზედაპირზე განთავსება. თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია კოტეჯი საყრდენზე დავამონტაჟოთ, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მდგრადობას და დაცულობას.











