დრაივის ჯიხური
ევრო კონსტრუქტორში დაგიმზადებთ ნებისმიერი სახის, უმაღლესი ხარისხის დრაივის ჯიხურს თქვენი კომერციული საქმიანობისთვის. დრაივებს ვამზადებით სხვადასხვა ზომის ფანჯრებით, მასალით, ფერით, ნებისმიერი მოდიფიკაციით და სრული კეთილმოწყობით. ევრო კონსტრუქტორში, დრაივის შეკვეთიდან რამდენიმე დღეში ჩაგაბარებთ დამზადებულს, ტრანსპორტირებით ნებისმიერ ადგილას საქართველოში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მრავალჯერ გადაიტანოთ თქვენი დრაივი სხვადასხვა ტერიტორიაზე. ჯიხურები არის ნესტ / ცეცხლ გამძლე, თბოიზოლირებული და ინარჩუნებს საწყის ფორმას წლების განმავლობაში.ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ დამზადებული დრაივების ფოტოსურათები:
იხილეთ დეტალურად:
დაინტერესების შემთხვევაში, ჯიხურების სრულ კატალოგში შეგიძლიათ იხილოთ ყველა ხელმისაწვდომი ტიპის ჯიხური
მოძრავი დრაივი საშუალებას გაძლევთ, მოქნილად, ეკონომიურად და რაც მთავარია ხარისხიანად ჩაანაცვლოთ კაპიტალური შენობის განთავსების საჭიროება. მოძრავი დრაივის საშუალებას მოგცემთ ზაფხულში ჯიხური მოათავსოთ ქალაქში, ზღვის პირას, ან სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, ხოლო ზამთარში გადაიტანოთ სათხილამურო კურორტებზე / ნებისმიერ სასურველ ადგილას. ასევე, ჩვენს მომხმარებლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც შესაძლოა დრაივის მეპატრონეს დასჭირდეს ობიექტის ლოკაციის ცვლილება. ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენი დრაივი ახალ ლოკაციაზე და მალევე დაიწყოთ მომხმარებლების მომსახურება.
ჯიხურს სატრანსპორტოდ არ სჭირდება კონსტრუქციის დაშლა და თავიდან აწყობა. მას აქვს სპეციალური დიზაინი, რომელიც საშუალებას აძლევს სატრანსპორტო ამწე მანქანას მარტივად აწიოს და ტრანსპორტირების შემდგომ მარტივად მოათავსოს სასურველ ადგილას. მონტაჟი არ საჭიროებს საძირკველს ან ბეტონით მოპირკეთებას. ჯიხურის საექსპლუატაციოდ საჭიროა მხოლოდ ნიადაგის მოსწორება.
კონსტრუქცია არის მტკიცე, გამძლე და გონივრული მოპყრობის პირობებში ძლებს ათწლეულებს. საუკეთესო ხარისხზე გაძლევთ გარანტიას!
დრაივის ჯიხურები განსაკუთრებით მოთხოვნადია მეწარმეებისა და მცირე ბიზნესების მხრიდან, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ მოქნილ, ეკონომიურ და ხარისხიან ჯიხურს კაპიტალური შენობის ნაცვლად. დრაივ ჯიხური შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი საცალო მომსახურებისთვის, მათ შორის საცხობად, მინი კაფეებად, სწრაფი კვების ობიექტებად, ცივი სასმელების და ყავის მაღაზიებად და ასე შემდეგ. ხშირად ჩვენი მომხმარებლები დრაივ ჯიხურებს გარშემო მცირე ეზოს უპირკეთებენ, სადაც მომხმარებელს შეუძლია კომფორტულად დალიოს ყავა ან მიირთვას საჭმელი.
აგრეთვე, ჩვენი დრაივები განსაკუთრებით პოპულარულია სეზონური ბიზნესებისთვის, ფრენჩაიზული ქსელებისთვის, ღონისძიებებისთვის და ფესტივალებისთვის.
საერთო ჯამში, ჩვენი დრაივები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მაღაზიად, სალაროდ, საკონტროლო სივრცედ ან სადისტრიბუციო წერტილად, არის მოქნილი და გაძლევთ საშუალებას შედარებით ეკონომიურად დაიწყოთ ან განავითაროთ თქვენი ბიზნესი. ასევე, იქიდან გამომდინარე რომ შენობა კაპიტალური არაა, ობიექტის ტერიტორიის ცვლილების შემთხვევაში შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ ჯიხური ნებისმიერ ადგილას.
ევრო კონსტრუქტორი გიქმნით სრულფასოვან სავაჭრო სივრცეს კაპიტალური მშენებლობის საჭიროების გარეშე.
დრაივის ჯიხური შიდა განლაგების დაგეგმვა ხდება თქვენი საჭიროებების მიხედვით. შენობის ცენტრალური ელემენტია სამომსახურეო ფანჯარა, რომელიც შესაძლოა იყოს მცირე ზომის, ან ვრცელი ვიტრაჟული ფორმის. მაგალითად, ხშირად დიდი ზომის ფანჯრებს იყენებენ საშაურმეების, სწრაფი კვების პუნქტების მოსაწყობად.
რაც შეეხება შიდა სივრცეს, შეგვიძლია სრულად მოგიწყოთ თქვენი მოთხოვნების მიხედვით ობიექტი. თაროები პროდუქციისთვის, სხვადასხვა სამზარეულოს ტექნიკა, სველი წერტილები, გამწოვი, ნებისმიერი სახის კარ/ფანჯარა, ელექტროობა, გადატიხვრები. გარე ფასადი ხშირად სპეციალურად ეწყობა სხვადასხვა ბრენდისთვის, ლოგო, მენიუ, კომპანიის ფერების მიხედვით წინა მხარის მოწყობა და ასე შემდეგ.
ვიტრაჟული ჯიხური
ვიტრაჟული ჯიხური არის დრაივის ერთ-ერთი ტიპი, რომლის წინა ფასადის დიდი ნაწილი შედგება დიდი ზომის ფანჯრების / ვიტრაჟებისგან. ასეთი ტიპის პროდუქცია განსაკუთრებით პოპულარულია მაღაზიებში და საწყობებში, ან ზოგადად ისეთ ბიზნესებში, სადაც აუცილებელია მომხმარებელს ჰქონდეს ჯიხურის შიდა სივრცის სრული ხედვა.
ვიტრაჟული ჯიხური მოიცავს ჯიხურის სრულიად იგივე ფუნქციურ აღჭურვილობას, კეთილმოწყობას და ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორია ვიზუალური მხარე. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ზომის ფანჯრის მონტაჟს ჯიხურის ნებისმიერ ფასადზე, თქვენი პრიორიტეტების მიხედვით.
დრაივის ჯიხური სპეციფიკიდან გამომდინარე ძირითადად ინდივიდუალურად ვაწყობთ მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისად ფასიც ინდივიდუალურად განისაზღვრება. ღირებულება ითვლება პირველ რიგში ფართობით, რა ზომის ჯიხურს ვამზადებთ, ასევე რა ტიპის აღჭურვილობა და კომუნიკაციები არის საჭირო, ფასზე გავლენა აქვს მინაპაკეტის ფართობსაც ვიტრაჟული / ნახევრად-ვიტრაჟული მინაპაკეტის არსებობის შემთხვევაში, სველი / სანიტარული წერტილის არსებობას, სავენტილაციო სისტემას და ელექტროენერგიის სიმძლავრის მოთხოვნას.
ზუსტი კალკულაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 599 44 92 72. ჩვენი გუნდი თქვენი ბიზნესის მოთხოვნილებასთან დაყრდნობით მოგაწვდით ფასს.
დრაივ ჯიხურის შესაძენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობილურზე, ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში, თბილისის შემოსასვლელში სოფ. მუხათგვერდში. ადგილზე შეგეძლებათ მზა პროდუქციის და ხარისხის დათვალიერება. ამასთან ერთად, ინტერესის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე იხილოთ განსხვავებული ტიპის პროდუქტებიც, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება წყლის, კანალიზაციისა და ელექტროენერგიის მიყვანა დრაივ ჯიხურთან?
დრაივის ჯიხურის კომუნიკაციებთან მიერთება ხდება ჯიხურის მონტაჟისას, თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. წარმოების ეტაპზე წინსწრებით ვტოვებთ ყველა საჭირო ტექნიკურ წერტილს, რათა ეფექტურად მოხდეს ჯიხურის დამონტაჟება სასურველ ადგილას.
საჭიროებს თუ არა დრაივის ჯიხური ნებართვას?
ნებართვის საჭიროება დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე და ჯიხურის მახასიათებლებზე. ვინაიდან ჯიხურები ძირითად შემთხვევებში კაპიტალური არაა, ნებართვის მიღების პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტს.
რა ტიპის ბიზნესის მოწყობაა შესაძლებელი დრაივ ჯიხურში?
მარკეტი, ყავის პუნქტი, საცხობი, სწრაფი კვების ობიექტი, ცივი სასმელების მაღაზია, ყვავილების მაღაზია, ფარმაცევტული პუნქტი, სალარო და პრაქტიკულად ნებისმიერი მცირე კომერციული ობიექტი, მორგებული სპეციფიკურ საქმიანობაზე.
რა დრო სჭირდება დრაივ ჯიხურის დამზადებას?
სტანდარტული ტიპის დრაივ ჯიხური მზადდება რამდენიმე დღეში. დამზადების ვადა დამოკიდებული პროექტის სპეციფიკაზე, მაგრამ აწყობის პროცესი ძირითადად მაქსიმუმ 1.5 კვირა გრძელდება.









