კოტეჯები | ევრო კონსტრუქტორი

კოტეჯები

ევრო კონსტრუქტორში უკვე ათწლეულზე მეტია ვაწარმოებთ სენდვიჩ პანელისა და ხის კოტეჯებს. ჩვენი კოტეჯების ძირითადი მახასიათებელია სამკუთხა გადახურვა და ტრადიციული სახლის იერსახე. ასეთი ტიპის ვიზუალი გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტიკურობით და ძირითადად გამოიყენება მუდმივ საცხოვრებლად, სააგარაკოდ ან საოფისე სივრცის მოსაწყობად. გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერ ადგილას საქართველოს მასშტაბით (მათ შორის რთულად მისადგომ ადგილებშიც). კოტეჯები არის თბოიზოლირებული, მოიცავს ელექტროობის გაყვანას, სველი წერტილების მოწყობას და სხვა ნებისმიერ მოდიფიკაციას, თქვენი სურვილის მიხედვით. საუკეთესო ხარისხზე გაძლევთ გარანტიას!

კოტეჯები მასალის მიხედვით

გარდა კლასიკური სახლის მსგავსი დიზაინისა, თითოეული კოტეჯი გათვლილია ისეთი სიმყუდროვისა და კომფორტის ბევრად უფრო დაბალ ფასში შექმნისთვის, როგორსაც სტანდარტული სახლები გთავაზობთ. ამ ფაქტს ადასტურებს ჩვენ მიერ დამზადებული სასტუმრო კოტეჯები გუდაურსა და ბაკურიანში, რომლებიც წლების შემდეგაც ინარჩუნებს საწყის მდგრადობას და სტუმრებს თბილ გარემოს სთავაზობს.

მათ შორის ჩვენს კოტეჯებს შეხვდებით სვანეთში, შაორის ტბაზე, შატილში, სახელმწიფო და კერძო სექტორის კომერციულ ობიექტებზე, ბორჯომში, კახეთში და საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ეს ყველაფერი გამოწვეულია კოტეჯების ესთეტიკური მულტიფუნქციონალურობით. 

რატომ ყიდულობენ კოტეჯებს?

მუდმივი საცხოვრებელი და სააგარაკე სტილი
  • თბო და ჰიდროიზოლაცია — წყალი არ ჩამოდის ჭერიდან
  • ცეცხლ და ნესტგამძლე პროდუქცია
  • კაპიტალურ სახლთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფი
ესთეტიკური საოფისე სივრცე
  • გაყიდვების ოფისები ეკონომიკურ ზონებში
  • გიდების სივრცე, რეინჯერის კაბინები და სამაშველო ცენტრები
  • ნებისმიერი ფორმა, ფერი და ზომა თქვენი საჭიროების მიხედვით
გასაქირავებლად და დასასვენებლად
  • გამძლეობა, კომფორტი და ვიზუალი ერთ პროდუქტში
  • მორგება ნებისმიერ ტურისტულ ლოკაციაზე
  • მაგალითი: შაორის ტბასთან განთავსებული კოტეჯი
ინდივიდუალური დიზაინი
ტრანსპორტირება

რა დანიშნულებით ყიდულობენ კოტეჯებს?

1. მუდმივ საცხოვრებლად და სააგარაკედ. 

ჩვენს კოტეჯებში, თბოიზოლაციასთან ერთად გთავაზობთ ჰიდროიზოლაციას, რაც გულისხმობს რომ მძიმე წვიმის ან თოვლის პირობებში არ მოხდება წყლის ჩამოდინება ჭერიდან ან სხვა წერტილიდან შემოსვლა. 

ამასთანავე, კოტეჯები არის ცეცხლგამძლე, ნესტგამძლე და წლების განმავლობაში ინარჩუნებს საწყის ფორმას. ძალიან უხეში ამინდების პირობებში, მინიმალური გამათობელი ან გამაგრილებელი დანადგარის დახმარებით შეიქმნით სრულ კომფორტს.

აქედან გამომდინარე, ევრო კონსტრუქტორში კოტეჯების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია საცხოვრებელია. ჩვენი მომხმარებლები უკვე წლებია კომფორტულად ცხოვრობენ ჩვენ მიერ დამზადებულ კოტეჯებში იქნება ეს მუდმივი ცხოვრებისთვის, თუ ზამთარ-ზაფხულ აგარაკზე დასასვენებლად.

რაც მთავარია, სტანდარტულ ალტერნატივებთან შედარებით, რომლებიცაა კაპიტალური ხის კოტეჯის, ან სახლის აშენება, ჩვენი კოტეჯები მნიშვნელოვნად უფრო იაფი და ეკონომიურია მსგავსი პირობების ფონზე. 

2. ესთეტიკური საოფისე სივრცე სახლის სტილში

საცხოვრებელ ფუნქციასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულება ჩვენი კოტეჯისთვის საოფისე სივრცეა. ჩვენ მიერ დამზადებულ საოფისე კოტეჯებს შეხვდებით ეკონომიკურ ზონებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე გაყიდვების ოფისებად, ტურისტულ ადგილებში გიდების სამუშაო სივრცედ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამაშველო ცენტრებად ან დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერების კაბინებად. 

სახლის ტიპის კოტეჯებს შეგიძლიათ უამრავი დატვირთვა მოუძებნოთ. შეგვიძლია კოტეჯის ნებისმიერი ფორმით, ფერით, ზომით და მოდიფიკაციით დამზადება, რათა იდეალურად მოვერგოთ თქვენს საჭიროებებს როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად.

3. ტურისტული და გასაქირავებელი კოტეჯები

საქართველოს მასშტაბით ტურისტულ ზონებში ხშირად შეხვდებით ჩვენ მიერ დამზადებულ სახლის ტიპის კოტეჯებს გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროდუქტში იდეალურადაა გაერთიანებული გამძლეობა, კომფორტულობა და ვიზუალი. ჩვენ დაგეხმარებით მაქსიმალურად ესთეტიკურად და პრაქტიკულად შეუსაბამოთ თქვენ მიერ შერჩეულ ადგილს ჩვენი კოტეჯის ვიზუალური მხარე. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ შაორის ტბის არეალში განთავსებული, ჩვენ მიერ დამზადებული სენდვიჩ პანელის კოტეჯი.

კოტეჯების მშენებლობა

ევრო კონსტრუქტორში სენდვიჩ პანელის და ხის მოძრავ კოტეჯებს ვამზადებთ თქვენი სურვილის მიხედვით. პროდუქციის დამზადების ვადა დამოკიდებულია თქვენ მიერ შერჩეული პროექტის სირთულეზე, მაგრამ საშუალოდ შეკვეთას 1 კვირის პერიოდში ვასრულებთ. ჩვენთან შეძენილი კოტეჯების ხარისხზე გაძლევთ გარანტიას.

მზა კოტეჯები

ჩვენს საწარმოში აგრეთვე ხელმისაწვდომია სტანდარტული ტიპის მზა კოტეჯები (სენდვიჩ პანელის კოტეჯი სამკუთხა გადახურვით 15-დან 21 კვადრატულ მეტრამდე). შესაკვეთად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე, ან გვესტუმროთ ჩვენს საწარმოში, თბილისის შემოსასვლელი, სოფ. მუხათგვერდი.  

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?

კოტეჯების კრებული

იქიდან გამომდინარე, რომ ასაწყობი კოტეჯების ბაზარი საკმაოდ ახალია საქართველოში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი პარტნიორი კომპანიის გამოცდილებას და წარმატებული პროექტების რაოდენობას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის დაარსების დღიდან, ჩვენ უკვე 2,500 – ზე მეტ წარმატებულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და თერთმეტი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ფონზე დავხვეწეთ როგორც წარმოების, აგრეთვე თქვენთან კონსულტაციის პროცესი.

დღეს უკვე ბაზარზე საუკეთესოდ შეგვიძლია ჩვენი პროდუქტი ზუსტად მოვარგოთ თქვენს სურვილებს და უმოკლეს ვადაში ჩაგაბაროთ ხარისხსა და გამძლეობაზე სრული გარანტიით.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ რომ ევრო კონსტრუქტორის არჩევა თქვენს პარტნიორ კომპანიად საუკეთესო გადაწყვეტილებაა სენდვიჩ პანელის ან ხის კოტეჯის შეძენის სურვილის შემთხვევაში!

კოტეჯების კრებული

სენდვიჩ პანელის და ხის კონტეინერების პოპულარობა და მოხმარება სტაბილურად ზრდას განაგრძობს ბოლო ათწლეულზე მეტია. ეს ყველაფერი გამომდინარეობს მათი მარტივი, ეკონომიური და გამოსადეგი ბუნებით.

 კონტეინერების გამოყენების შემთხვევები გვხვდება ნებისმიერ კომერციულ სფეროსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი მულტიფუნქციონალურობის გამო, კონტეინერებს გამოყენების გზა შეიძლება მოეძებნოთ ნებისმიერი კუთხით, იქნება ეს საცხოვრებლად, საგუშაგოდ, სწრაფი კვების ობიექტად თუ სასაწყობედ.

ევრო კონსტრუქტორმა საქმიანობა საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო და უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობს წამყვანი პროფილის კომპანიებთან და ასობით ადამიანთან სრულიად საქართველოს და არა მარტო, მასშტაბით.

სწორედ ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით ჩვენ ვქმნით საუკეთესო პროდუქტს ქართულ ბაზარზე, რომლის პოპულარობაც დღითი-დღე იზრდება და ადამიანებისთვის წარმოადგენს სასურველი პროექტის განხორციელების მარტივ, ეკონომიურ და სწრაფ გზას.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას პროფესიონალურ შესრულებასა და უმაღლეს ხარისხზე.

კოტეჯის ფასი

ვინაიდან თითოეული პროექტი არის ძალიან სპეციფიკური და დამოკიდებულია უამრავ მახასიათებელზე, მაგალითად: კარ-ფანჯრის რაოდენობა, გადატიხვრები, ტრანსპორტირების დანიშნულება ან ადგილზე აწყობა, ელექტროობა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, საუკეთესო გამოსავალი იქნება რომ დაგვირეკოთ მითითებულ მობილურზე ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში, თბილისის შემოსასვლელი, სოფ. მუხათგვერდი.

ამის შემდგომ, ერთად გავივლით თქვენს პროექტს, შევჯერდებით საბოლოო მონახაზზე, ფასსა და ჩაბარების დროზე.

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

ჩვენი სენდვიჩ პანელის და ხის კოტეჯები დამზადებულია სპეციფიკურად საქართველოს ამინდების გაძლებისთვის. მინიმალური ზრუნვის პირობებში არ შეგექმნებათ პრობლემა.

კოტეჯის დასადგამად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მოსწორებული ზედაპირი. ვინაიდან კოტეჯების არის მოძრავი, არ საჭიროებს კაპიტალურ საძირკველს.

ექსპლუატაციის წესების დაცვით გამოყენებული კოტეჯი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას, კომფორტს და თბოიზოლაციას.

ნებისმიერი ტიპის კოტეჯის არის მრავალჯერ ტრანსპორტირებადი. სწორედ კოტეჯის ეს ფუნქცია არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა.