კონტეინერები
ევრო კონსტრუქტორში 11 წლიანი გამოცდილების ფონზე ვამზადებთ საუკეთესო ხარისხის მუდმივ საცხოვრებელ, საოფისე, სამშენებლო და ნებისმიერი დანიშნულების კონტეინერს. კონტეინერები არის თბოიზოლირებული და გამძლე, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი. გთავაზობთ სრულ კეთილმოწყობას სველი წერტილებისა და ელექტროობის ჩათვლით. ჩვენი ნაწარმი არის ალტერნატივებთან შედარებით ბევრად ეკონომიური.
ვინაიდან კონტეინერები არის მულტიფუნქციური და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად კონტეინერის ტიპებს:
კონტეინერის ტიპები
კონტეინერები მასალის მიხედვით
ევრო კონსტრუქტორში შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის, ზომისა და დიზაინის კონტეინერის დამზადება. უმეტეს შემთხვევაში დამზადების ვადა რამდენიმე დღიდან, მაქსიმუმ ერთ კვირას შეადგენს, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულია პროექტზე. ასევე ხელმისაწვდომია სტანდარტული ტიპის კონტეინერი მზა მდგომარეობაში, რომელიც შესაძლებელია ტრანსპორტირდეს იმავე დღეს თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე. ამასთან ერთად, შეგვიძლია კონტეინერი ადგილზე აგიწყოთ.
კონტეინერები არის მედეგი და სათანადო მოვლის პირობებში იდეალურად ინარჩუნებს მდგრადობას და ხარისხს ათწლეულების განმავლობაში. ტრანსპორტირება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და რთულად მისადგომ ტერიტორიებზე.
- ბიუჯეტური გადაწყვეტა
- მულტიფუნქციური სივრცე
- დიზაინი თქვენთვის
- წარმოება უმოკლეს ვადაში
- ტრანსპორტირება ყველგან
- სრული მხარდაჭერა
- გამძლეობა წლების განმავლობაში
- მაღალი ხარისხი
- გამოცდილი პარტნიორობა
რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?
კონტეინერის შეძენისას სწორი მწარმოებლის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხარისხიანი მასალებისა და გამოცდილების გარეშე დამზადებული კონტეინერი ვერ უზრუნველყოფს საჭრო გამძლეობას და სტანდარტულ პირობებშიც კი სწრაფად ზიანდება.
ევრო კონსტრუქტორში უკვე 11 წელზე მეტია ვქმნით კონტეინერებს და დამაჯერებლად ვლიდერობთ ამ ბაზარს საქართველოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში ვიმუშავეთ 2500-ზე მეტ წარმატებულ პროექტზე, ვთანამშრომლობთ ასობით წამყვან კომპანიასთან და ათასობით მომხმარებელთან საქართველოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ საუკეთესო ხარისხი და მომსახურება თქვენთვის.
ჩვენს გუნდში დასაქმებულია 15-ზე მეტი გამოცდილი სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე. სამუშაო პროცესი ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, რაც აისახება როგორც ხელობის ხარისხზე და სტრუქტურის გამძლეობაზე, ასევე საბოლოო ვიზუალზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ნამუშევარი საქართველოს ბაზარზე, რითაც განვიმტკიცებთ ჩვენს პოზიციას, როგორც ლიდერი კომპანია.
კონტეინერის შეძენისას სწორი მწარმოებლის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხარისხიანი მასალებისა და გამოცდილების გარეშე დამზადებული კონტეინერი ვერ უზრუნველყოფს საჭირო გამძლეობას და სტანდარტულ პირობებშიც კი სწრაფად ზიანდება.
ევრო კონსტრუქტორში უკვე 11 წელზე მეტია ვქმნით კონტეინერებს და დამაჯერებლად ვლიდერობთ ამ ბაზარს საქართველოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში ვიმუშავეთ 2500-ზე მეტ წარმატებულ პროექტზე, ვთანამშრომლობთ ასობით წამყვან კომპანიასთან და ათასობით მომხმარებელთან საქართველოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ საუკეთესო ხარისხი და მომსახურება თქვენთვის.
ჩვენს გუნდში დასაქმებულია 15-ზე მეტი გამოცდილი სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე. სამუშაო პროცესი ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, რაც აისახება როგორც ხელობის ხარისხზე და სტრუქტურის გამძლეობაზე, ასევე საბოლოო ვიზუალზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ნამუშევარი საქართველოს ბაზარზე, რითაც განვიმტკიცებთ ჩვენს პოზიციას, როგორც ლიდერი კომპანია.
კონტეინერის ფასი
სტანდარტული კონტეინერის ფასი შეადგენს 6,000 ლარს, ხოლო ზოგადად პროექტის საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია კონტეინერის კვადრატულობაზე, გამოყენებულ მასალაზე, კარ-ფანჯარის რაოდენობასა და შიდა მოწყობაზე. ნებისმიერი ფაქტორის ცვლილებამ კონტეინერის მოწყობაში შესაძლოა შეცვალოს მისი ფასი.
შესაბამისად, ზუსტი ფასის განსაზღვრისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ მობილურის ნომერზე და თქვენი სასურველი კონტეინერის მონახაზი ერთად განვიხილოთ. თქვენი სურვილებიდან გამომდინარე საუკეთესო დიზაინის შერჩევაში კონსულტაციას გაგიწევენ ჩვენი გამოცდილი ინჟინრები.
კონტეინერის შესაძენად უნდა დაგვიკავშირდეთ მობილურზე და ეწვიოთ ჩვენს საწარმოს თბილისის შემოსასვლელთან, სოფელ მუხათგვერდში. ადგილზე დეტალურად განვიხილავთ პროექტის მონახაზს, ტექნიკურ დეტალებსა და შესრულების პირობებს.
შეკვეთის მიღების შემდგომ, შეთანხმებულ დროში კონტეინერი ტრანსპორტირდება და მონტაჟდება თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე ჩვენი გუნდის მიერ. პროცესში გექნებათ საშუალება ნებისმიერ დროს მობრძანდეთ და დაათვალიეროთ პროდუქცია.
კონტეინერი მზადდება უმოკლეს ვადაში და არის ბევრად უფრო ეკონომიური და პრაქტიკული ალტერნატივა თანამედროვე სამშენებლო პროცესებთან შედარებით. ჩვენი პროდუქცია არის გამძლე და ადვილად ტრანსპორტირებადი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, იქნება ეს მაღალმთიანი რეგიონი, თუ დაბა. კონტეინერი უძლებს რთულ ამინდებს, ხოლო მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილას.
ჩვენი პროდუქცია არის მულტიფუნქციური, გამოიყენება მრავალი დატვირთვით და მარტივად ერგება სხვადასხვა საჭიროებას. მაგალითისთვის, კონტეინერები ხშირად იღებს აგარაკის, გაყიდვების ოფისის, ტურისტული კოტეჯის, დრაივის, სამაცივრე სივრცის ან თანამშრომელთა მოსასვენებელი ზონის დანიშნულებას. უკვე წლებია, რაც აქტიურად ვთანამშრომლობთ სამშენებლო სექტორთან საოფისე და საცხოვრებელი მოდულების, ასევე ტექნიკისა და მასალების შესანახი სივრცეების დამზადების ჭრილში.
დღეს ჩვენს კონტეინერებს საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ შეხვდეთ სათხილამურო კურორტებზე სამაშველო პუნქტებად ან გაქირავებულ კოტეჯებად, მაღალმთიან რეგიონებში რეინჯერების კაბინებად, ქალაქებში დრაივებად, საოფისე სივრცეებად, დაცვის ჯიხურებად, დასაქმებულთა მოსასვენებელ კაბინებად და ქვეყნის მთავარ მაგისტრალებზე საინფორმაციო ან მომსახურების სადგურებად.
მის მრავალ ღირებულებასთან ერთად, ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ესთეტიკურობით. თითოეული პროექტის დიზაინი მუშავდება მომხმარებელთან ერთად, რა დროსაც კონსულტაციის პროცესის პრინციპით გავდივართ თითოეულ დეტალს და ერთმანეთს ვუთავსებთ ვიზუალურ დახვეწილობას და პრაქტიკულობას.
უკვე წლებია ორგანიზაციებს ვეხმარებით საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში. მაგალითისთვის, 2021 წლის კოვიდ პანდემიის დროს, აქტიურად ვითანამშრომლეთ სამედიცინო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან. დავამზადეთ ათეულობით კოვიდ კონტეინერი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მასშტაბით, რითაც პრაქტიკულად და მოქნილად ვუპასუხეთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას.
საერთო ჯამში, ევრო კონსტრუქტორში ვქმნით მოძრავ სივრცეს, რომელიც შეიძლება ერთ დღეს გამოყენებული იყოს ქართლში, ხოლო მეორე დღეს სვანეთში და წლების განმავლობაში შეინარჩუნოს თავდაპირველი ფორმა.
ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანისა თუ ორგანიზაციისათვის. ევრო კონსტრუქტორი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს / ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე კომერციულ თუ არაკომერციულ კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს.
ბიზნესისთვის კონტეინერი პრაქტიკული და ეკონომიური გამოსავალია გაყიდვების ოფისის, დაცვის ობიექტის ან ზოგადად ნებისმიერ კომერციული დანიშნულების სივრცის მოსაწყობად. სამშენებლო კომპანიები აქტიურად იყენებენ კონტეინერებს როგორც საოფისე და საცხოვრებელ სივრცეს, რომლებშიც თავსდება თანამშრომელთა მოსასვენებელი სივრცეები. ეს იდეალური ალტერნატივაა კლასიკურ პერსონალის დაბინავების მეთოდებთან შედარებით.
კონტეინერები ასევე ფართოდ გამოიყენება სახელმწიფო და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სადაც მნიშვნელოვანია სწრაფი მონტაჟი, გამძლეობა და იდეალური ხარისხი.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რამდენ ხანს ძლებს კონტეინერი?
ადეკვატური მოხმარების პირობებში, კონტეინერის ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებია, მისი მედეგი სტრუქტურიდან გამომდინარე.
რამდენ ხანში მზადდება კონტეინერი?
კონტეინერის დამზადების ვადა დამოკიდებულია თითოეულ პროექტზე. ძირითადად, სტანდარტული კონტეინერი რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში მზადდება. ასევე გვაქვს უკვე მზა კონტეინერები, რომლებიც იმავე დღეს შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენთვის სასურველ ადგილას.
კონტეინერი მუდმივ საცხოვრებლად გამოდგება?
დიახ, კონტეინერები გამოდგება მუდმივ საცხოვრებლად, ვინაიდან არის გამძლე, თბოიზოლირებული, ვამონტაჟებთ სველი წერტილებს, ელექტროობას და აგრეთვე გთავაზობთ ნებისმიერი სახის კეთილმოწყობას თქვენი სურვილის მიხედვით.