ვაგონი კონტეინერი | თბოიზოლირებული

ვაგონი კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის, თბოიზოლირებულ  ვაგონ კონტეინერს, რომლის გადატანა და მონტაჟიც შეგეძლებათ ნებისმიერ ადგილას საქართველოს მასშტაბით. კონტეინერში მოგიწყობთ ელექტროობას, სველ წერტილებს, გადატიხვრებს, სურვილის შემთხვევაში ავეჯს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოწყობას. მზადდება რამდენიმე დღეში, არის მედეგი უხეშ ამინდებში და შეგეძლებათ გამოიყენოთ ნებისმიერი დანიშნულებით. 11 წლიანი გამოცდილებითა და 2500 – ზე მეტი პროექტით, ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გაძლევთ გარანტიას ხარისხზე!

  იხილეთ დეტალურად:

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ კონტეინერების სრულ კატალოგს და გაეცნოთ განსხვავებული დანიშნულებისა და მასალის პროდუქციას.

რას ნიშნავს „ვაგონი კონტეინერი“

ტერმინი „ვაგონი კონტეინერი“ საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახელწოდებაა და ხშირად სწორედ ამ სიტყვით ეძებენ მომხმარებლები მოძრავ, ასაწყობ კონსტრუქციას. სახელწოდება მომდინარეობს მისი ფორმისა და მოძრავი ბუნებიდან, ისევე, როგორც სარკინიგზო ვაგონი, ეს კონსტრუქციაც მთლიანი სახით გადადის ერთი ლოკაციიდან მეორეზე და მაშინვე მზადაა გამოსაყენებლად. მონტაჟი საჭიროებს მხოლოდ მოსწორებულ ზედაპირს და სურვილის შემთხვევაში კომუნიკაციების მიყვანას ობიექტზე, რომლებსაც კონტეინერზე მარტივად დავაერთებთ.

რეალურად, ჩვენთან დამზადებული ვაგონი კონტეინერი ხარისხიანი, თბოიზოლირებული და მოძრავი კონსტრუქციაა, რომელსაც უკვე წლებია რაც ვამზადებთ. შესაბამისად, თუ ამ სახელწოდებით ეძებთ პროდუქტს, სწორ ადგილას ხართ. ჩვენ დაგიმზადებთ ზუსტად იმას, რაც გჭირდებათ. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია, თუ რა მოერგება ყველაზე ეფექტურად თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს.

ვაგონი კონტეინერის უპირატესობები

ვაგონი კონტეინერის მთავარი ღირებულება მის მოქნილობასა და გამძლეობაშია. კონსტრუქცია მსუბუქი, მაგრამ მყარია, რაც მის მრავალჯერად ტრანსპორტირებას ყოველგვარი დაზიანების გარეშე შესაძლებელს ხდის. კაპიტალურ მშენებლობასთან შედარებით, ვაგონი კონტეინერის გამოყენებით ბევრად უფრო სწრაფად და ეკონომიურად მიაღწევთ იგივე შედეგს. კონსტრუქციის აწყობა და მონტაჟი არ საჭიროებს მძიმე ტექნიკასა და ხანგრძლივ სამშენებლო პროცესს, რაც პირდაპირ აისახება როგორც ვადებზე, ისე საბოლოო ღირებულებაზე. საერთო ჯამში, ვაგონი კონტეინერი ჭკვიანური გამოსავალია იგივე შედეგის ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით მიღების ჭრილში.

თბოიზოლაცია და სეზონური კომფორტი

კონტეინერი სრულად თბოიზოლირებულია, რაც მას წელიწადის ნებისმიერ სეზონზე გამოსაყენებლად ვარგისს ხდის. ძირითად სამშენებლო მასალად ვიყენებთ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელს ან ხეს, რომელიც ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში.

პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ყინვის პირობებშიც კი მცირე ზომის გამათბობელი სავსებით საკმარისია კომფორტული გარემოს შესაქმნელად, ხოლო ცხელ ამინდში ერთი გამაგრილებელი დანადგარი. შესაბამისად, კონსტრუქცია ეფექტურია საქართველოს განსხვავებულ კლიმატურ ზონებში და ამცირებს გათბობა-გაგრილების კომუნალურ ხარჯებს.

სად გამოიყენება ვაგონი კონტეინერი

ვაგონი კონტეინერის მრავალფუნქციურობა, გამძლეობა და კომფორტი მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კონსტრუქციად აქცევს როგორც საქართველოს წამყვანი კომპანიებისთვის, ასევე ათასობით კერძო პირისთვის და სახელმწიფო მუნიციპალიტეტებისთვის. ჩვენი პროდუქცია ფართოდ გამოიყენება და მზადდება სხვადასხვა დანიშნულებით:

ბიზნესისა და კომერციული საქმიანობისთვის გამოდგება მობილურ სამუშაო, საოფისე ან სავაჭრო სივრცედ; სამშენებლო ობიექტებზე ადმინისტრაციულ, სასაწყობე ან პერსონალის დასაბინავებელ პუნქტად; დაცვისთვის, საპირფარეშო და სველი წერტილების მოსაწყობად, ხოლო კერძო პირებისთვის, კომფორტულ საცხოვრებლად, სააგარაკე სივრცედ, ან პირადი კომერციული პროექტისთვის.

დამზადება, მიწოდება და მონტაჟი

ვაგონი კონტეინერის შეკვეთის პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა. პირველ ეტაპზე დაგვიკავშირდებით ან მობრძანდებით ჩვენს საწარმოში, სადაც ერთად განვიხილავთ პროექტის ზომას, კონფიგურაციას, კეთილმოწყობის დონესა და დანიშნულებას. ამის შემდეგ შემოგთავაზებთ ოპტიმალურ გადაწყვეტას და შევთანხმდებით ფასსა და ჩაბარების ვადაზე.

სტანდარტული კონსტრუქცია მზადდება რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში. ხშირად საწარმოში ხელმისაწვდომია მზა ვარიანტებიც, რომლებიც იმავე დღეს შეგიძლიათ გადაიტანოთ სასურველ ლოკაციაზე. რთულად მისადგომ ტერიტორიებზე, სადაც დასრულებული კონსტრუქციის ჩატანა შეუძლებელია, ჩვენი გუნდი კონსტრუქციებს უშუალოდ ადგილზე აწყობს.

ვაგონი კონტეინერის ფასი

იქიდან გამომდინარე, რომ კონტეინერის აწყობის ჭრილში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის კარ-ფანჯრების, გადატიხვრების, სველი წერტილების, მასალის, მოცულობის, ტრანსპორტირების ნაწილი, უმჯობესია ეს დეტალები ერთად გავიაროთ მას შემდეგ რაც მობილურზე დაგვიკავშირდებით, ან საწარმოში გვეწვევით. ჩვენთან მოსვლა შეგიძლიათ თბილისის შემოსასვლელში, სოფ. მუხათგვერდში.

ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის საუკეთესო მოდელის შერჩევაში და ადგილზე დაგითვლით ფასს. სტანდარტული, მზა კონტეინერების ფასი 6000 ლარიდან იწყება.

ხშირად დასმული კითხვები

სტანდარტული კონსტრუქცია მზადდება რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, მაგრამ ზოგადად პროექტის ვადა დამოკიდებულია კონსტრუქციის სპეციფიკურ პარამეტრებზე. ჩვენთან საწარმოში ხელმისაწვდომია მზა ვარიანტებიც, რომლების შეძენა და ტრანსპორტირება იმავე დღეს შეგეძლებათ.

უმეტეს შემთხვევებში საძირკველი საჭირო არაა. მონტაჟისთვის ძირითადად საკმარისია მოსწორებული ზედაპირი. თქვენი სურვილის ან ამინდიდან / კონსტრუქციიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია სპეციფიკური კონსტრუქციით გავამყაროთ კონტეინერი, რათა განსაკუთრებით მტკიცე იყოს.

სათანადო მოვლის პირობებში კონსტრუქცია ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობასა და თბოიზოლაციას.