საოფისე კონტეინერი - ევრო კონსტრუქტორი

საოფისე კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში 11 წლიანი გამოცდილების საფუძველზე მოკლე დროში სრული კეთილმოწყობით დაგიმზადებთ მყუდრო და თქვენზე მორგებული დიზაინის საოფისე კონტეინერს. კონტეინერი პირველ რიგში გათვლილია მაღალ დატვირთვაზე, არ ზიანდება ინტენსიურ სამუშაო პირობებში და გამოირჩევა ეფექტური თბოიზოლაციით. თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე მიტანა და მონტაჟი, ან ადგილზევე აწყობა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე, რაც საოფისე კონტეინერს პრაქტიკულ გადაწყვეტად აქცევს როგორც დროებითი, ისე მუდმივი ოფისის მოსაწყობად.

  იხილეთ დეტალურად:

ჩვენი კონტეინერით შეძლებთ დახვეწილი და ორგანიზებული საოფისე სივრცის მოწყობას. ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია სამშენებლო ობიექტებზე, საწარმოებში, რეგიონებში ან ისეთ ადგილებში, სადაც კლასიკური საოფისე შენობა არაპრაქტიკულია. საოფისე კონტეინერის მთავარი უპირატესობა არის მოქნილობა, ბევრად დაბალი ფასი და ნებისმიერ დროს და ადგილას რელოკაციის შესაძლებლობა, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენს საჭიროებებს სრულად მოარგოთ ჩვენი კონტეინერი.

ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ საოფისე კონტეინერებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის უამრავი შესრულებული პროექტი და პროდუქტების კატეგორიები, რომლებიც ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების თვალსაჩინო მაგალითია.

რისთვის გამოიყენება საოფისე კონტეინერი

საოფისე კონტეინერი არის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი და გამოიყენება თითქმის ყველა საქმიანობისათვის. მაგალითად, ჩვენთან დამზადებულ კონტეინერს სამშენებლო კომპანიები ირჩევენ ობიექტებზე გაყიდვების ოფისის მოსაწყობად, ადმინისტრაციული საქმიანობისთვის ან პროექტის მენეჯერებისთვის კომფორტული სივრცის შესაქმნელად, ხოლო ფიზიკური პირები საკუთარი ბიზნესის ან ნებისმიერი სხვა საქმიანობისათვის ხელმისაწვდომი და მეგობრული სამუშაო პირობების მოწყობის მიზნით. ამასთან ერთად, საოფისე კონტეინერები ხშირად გამოიყენება სამეწარმეო ტერიტორიებზე, ლოჯისტიკურ ცენტრებში და დროებით სამუშაო ზონებში.

ბიზნესისთვის საოფისე კონტეინერი ეფექტური გადაწყვეტაა ყოველთვის, როდესაც საჭიროა პროფესიონალური სამუშაო გარემოს სწრაფად და იაფად მოწყობა კონკრეტულ ლოკაციაზე როგორც დროებით, ისე კაპიტალური ფორმით. ჩვენი კონტეინერის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ დაცული, ორგანიზებული და მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე ნებისმიერ გარემო პირობებში.

კომერციული ფართი

იქიდან გამომდინარე, რომ საოფისე კონტეინერი იძლევა სამუშაო სივრცის ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოწყობის საშუალებას, იგი ხშირად გამოიყენება კლასიკური კომერციული ფართის თანამედროვე ჩამნაცვლებლად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მასშტაბით ბიზნესის ან პირადი საქმიანობის გასამართად კომერციული ფართის ქირაობა ან შესყიდვა საკმაოდ დიდ ხარჯებთან ასოცირდება, ევრო კონსტრუქტორი გთავაზობთ ბევრად უფრო ეკონომიურ, მარტივ   და მოქნილ ალტერნატივას, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ გამოიყენებთ ნებისმიერ ლოკაციაზე.

კონკრეტული პროექტის ან საქმიანობის მიხედვით მოძრავი კომერციული სივრცის განთავსება შესაძლებელია როგორც ქალაქში, ისე საწარმოო ტერიტორიაზე ან საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერი დანიშნულებით.

რატომ ჩვენ?

11 წლიანი სამუშაო გამოცდილების საფუძველზე გვაქვს ბაზართან შედარებით ბევრად მაღალი სპეციალიზაცია რაც გვაძლევს შესაძლებლობას მოგცეთ გარანტია ხარისხზე და შემოგთავაზოთ საუკეთესო მომსახურების ხარისხი. ეს ფაქტი აგრეთვე მყარდება იმით, რომ გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომელთა უმეტესობასთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ. 

ჩვენთან დამზადებული საოფისე კონტეინერები არის საუკეთესო არჩევანი სამუშაო გარემოს სწრაფად და ეფექტურად მოწყობისთვის, რადგან მისი საშუალებით, იზრდება პროდუქტიულობა და კომფორტი თქვენი საქმისთვის.

ვიზუალური ესთეტიკის ჭრილში გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის ინტერიერის (ან ექსტერიერის) გადამუშავებული ხით მოწყობა, ან ვიტრაჟული ფანჯრებით მოპირკეთება (შეგიძლიათ სურათებში იხილოთ მაგალითები), რომლებიც სივრცეს გარედან ვიზუალურ ესთეტიკას მატებს, ხოლო ბუნებრივი სინათლის საშუალებით ქმნის იდეალურ სამუშაო გარემოს.

დამზადების ხარისხიდან გამომდინარე, კონტეინერი გათვლილია მრავალჯერად გადაადგილებასა და ყოველდღიურ მოხმარებაზე. დამზადებულია იმისთვის რომ გაუძლოს ყველანაირი ამინდის პირობებს და შეინარჩუნოს მდგრადობა ნებისმიერ სიტუაციაში.

თბოიზოლაცია და სამუშაო კომფორტი

საოფისე კონტეინერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის თბოიზოლაცია, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ სეზონზე დაცული იქნებით უხეში ამინდისაგან და დაზოგავთ კომუნალურ ხარჯებს. ჩვენი პროდუქცია ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ზაფხულში თქვენი სივრცე დაცული იქნება გადახურებისგან.

შიდა მოწყობა და დაგეგმარება

საოფისე კონტეინერის შიდა სივრცე მოერგება თქვენს საქმიანობას და სურვილებს მათი სპეციფიკის მიხედვით. შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე სამუშაო მაგიდის მოწყობა, შეხვედრების ოთახის გადატიხვრებით განცალკევება და ხმის იზოლაცია, სასაწყობე სივრცის გამოცალკევება, სველი ან სანიტარული წერტილების მოწყობა და მისაღები სივრცის მოპირკეთება. 

დაგეგმარების პროცესში დაგეხმარებით თქვენთვის ყველაზე პრაქტიკული მონახაზის შექმნაში თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ასევე შეგვიძლია მოგიწყოთ ოფისი ავეჯით და სხვა ინვენტარით.

იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველი პროექტის დეტალები დავამუშავოთ და საოფისე კონტეინერი შეგვიკვეთოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში, თბილისის შემოსასვლელი, სოფ. მუხათგვერდი.

საოფისე ფართი

ჩვენი მიზანია, რომ მოგიწყოთ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეკონომიური საოფისე ფართი, რომლის გამოყენებასაც ათწლეულების განმავლობაში შეძლებთ. სტანდარტული საოფისე კონტეინერის ღირებულება 6,000 ლარია, ხოლო თქვენი სპეციფიკური პროექტის ღირებულება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა დეტალზე, რომლის გასავლელადაც, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. 

 

იმისათვის რომ დარწმუნდეთ ჩვენ მიერ დამზადებული საოფისე ფართის კომფორტულობასა და მოქნილობაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ სხვადასხვა ტიპის სტანდარტული თუ არასტანდარტული კონტეინერები.

კონტეინერის ტიპები

კონტეინერის ტიპები

აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები

ხშირად დასმული კითხვები

საოფისე კონტეინერი გამოიყენება ნებისმიერ საქმიანობაში, იქნება ეს მომსახურების სექტორი, თუ ადმინისტრაციული სამუშაო კომერციულ თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ კონტეინერები არის მარტივად ტრანსპორტირებადი, მათი ეფექტური გამოყენება შესაძლებელია როგორც დროებით პროექტებზე, ასევე წლების განმავლობაში ფუნქციონირებად ოფისებში.

დიახ, საოფისე კონტეინერი ხშირად ასრულებს კომერციული ფართის ფუნქციას, ვინაიდან არის ბევრად უფრო იაფი და მარტივად მოწყობადი, ვიდრე სტანდარტული ვარიანტები, რაც გულისხმობს ასეთ ფართის ბევრად უფრო ძვირად ქირაობას ან შესყიდვას. შიდა დაგეგმარება მარტივად ერგება ნებისმიერი საქმიანობის სპეციფიკას, რაც განსაკუთრებით მარტივია ჩვენი 11 წლიანი გამოცდილების ფონზე.

ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც სანიტარული წერტილების, საშხაპის, ელექტროობისა და გადატიხვრების მონტაჟს, ასევე გთავაზობთ ნებისმიერი სახის კეთილმოწყობას თქვენი სურვილისამებრ. ამასთან ერთად, შეგვიძლია კონტეინერისთვის ხარისხიანი ავეჯის შესყიდვა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან სპეციალური ფასდაკლებით.

საოფისე კონტეინერის დამზადების ვადა დამოკიდებულია თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვრულ პროექტზე. სტანდარტულად, შეკვეთას მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ვაბარებთ მომხმარებელს. აგრეთვე, საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია საწარმოში ხელმისაწვდომი გვქონდეს მზა ვარიანტები, რომლებსაც იმავე დღეს დაგიმონტაჟებთ ნებისმიერ ლოკაციაზე.