სამშენებლო კონტეინერი | საუკეთესო ხარისხი

სამშენებლო კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში 11 წლიანი გამოცდილების ფონზე ვამზადებთ მაღალ დატვირთვაზე გათვლილ სამშენებლო კონტეინერს, რომელიც იდეალურია ობიექტზე ადმინისტრაციული, პერსონალის დასაბინავებელი ან სასაწყობე სივრცის მოსაწყობად. კონტეინერი არის თბოიზოლირებული, გამძლე და მზადდება რამდენიმე დღეში. ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ობიექტზე. სერვისი მოიცავს უფასო კონსულტაციებს, ელექტროობის, სველი წერტილების, გადატიხვრების და ნებისმიერი მოდიფიკაციის მოწყობას. გვიმუშავია 2,500 – ზე მეტ პროექტზე და გაძლევთ გარანტიას საუკეთესო ხარისხსა და მომსახურებაზე.

  იხილეთ დეტალურად:

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ კონტეინერების სრულ კატალოგს და გაეცნოთ ჩვენ მიერ დამზადებულ განსხვავებული ფუნქციის პროდუქციას.

სამშენებლო კონტეინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ჩვენს კატალოგში, რადგან ამ სექტორში მუდმივად საჭიროა დროებითი, მულტიფუნქციური და გამძლე კონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე მშენებლობის ტემპს და მკაცრ მოთხოვნებს გაუძლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროდუქცია გათვლილია ინტენსიურ, ყოველდღიურ ექსპლუატაციაზე ისე, რომ წლების განმავლობაში შეინარჩუნოს თავდაპირველი მდგრადობა და ფუნქციურობა.

უკვე ათწლეულზე მეტია ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო დეველოპერებთან. ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება გვეხმარება ზუსტად მოვერგოთ თქვენს საჭიროებებს და შემოგთავაზოთ საუკეთესო პროდუქცია ბაზარზე.

სად გამოიყენება სამშენებლო კონტეინერი

სამშენებლო ობიექტზე ერთი კონსტრუქცია ხშირად რამდენიმე განსხვავებულ ფუნქციას ემსახურება. ჩვენი სამშენებლო კონტეინერი ძირითად შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით:

ადმინისტრაციული სივრცე: ობიექტის მენეჯერებისა და საინჟინრო პერსონალისთვის გამართული, კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც მიმდინარეობს დოკუმენტაციის წარმოება, შეხვედრები, პროექტის კოორდინაცია ან ზედამხედველობა. 

პერსონალის დასაბინავებელი სივრცე: მუშახელის განთავსება უშუალოდ ობიექტზე მნიშვნელოვანი ელემენტია მშენებლობის პროცესში. ჩვენი კონტეინერი ალტერნატივებთან შედარებით ბევრად ეკონომიურად ქმნის დაცულ, თბილ და კომფორტულ პირობებს პერსონალის დასაბინავებლად. 

სასაწყობე კონსტრუქცია: სამშენებლო ობიექტზე კონტეინერი გამოდგება ეფექტურ სასაწყობე სივრცედ სამუშაო ინსტრუმენტების, სამშენებლო მასალისა და ინვენტარის უსაფრთხო შენახვის კუთხით.

ამგვარი მრავალფუნქციურობა საშუალებას გაძლევთ, ერთი მწარმოებლისგან მიიღოთ ობიექტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო საშუალებები ეკონომიურად, სწრაფად და ხარისხიანად.

სამშენებლო ობიექტის სპეციფიკაზე მორგება

ვინაიდან თითოეული ობიექტი განსხვავდება მასშტაბით, ხანგრძლივობითა და დასაქმებულთა რაოდენობით, ჩვენ ვამზადებთ სამშენებლო კონტეინერს ზუსტად თქვენი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. 

დიდი მასშტაბის მშენებლობებზე კომპანიებს ხშირად სჭირდებათ შედარებით კომპლექსური ტიპის კონსტრუქციები, რომელიც ერთიანი ორგანიზებული სამუშაო სივრცის შექმნისთვის გამოიყენება. ჩვენი გამოცდილებით გვიმუშავია 100 კვ.მ-ზე უფრო მეტი ფართობის მქონე პროექტებზეც, რომლებიც სპეციფიკიდან გამომდინარე ეწყობა ადგილზე. ასევე, შეგვიძლია დაგიმზადოთ ნებისმიერი ტიპის, მოცულობის ან ფორმის სტრუქტურა რამდენიმე დღის ვადაში. სტანდარტული ვარიანტები 10-15 კვადრატული მეტრიდან იწყება.

სერვისი მოიცავს უფასო კონსულტაციას, ელექტროობის გაყვანას, სველი წერტილების მონტაჟს, გადატიხვრებსა და ნებისმიერ სხვა მოდიფიკაციას თქვენი სურვილის მიხედვით. დაგეგმარების ეტაპზევე ერთად განვსაზღვრავთ, როგორი ტიპის მოწყობა მოერგება საუკეთესოდ თქვენი ობიექტის რეალურ საჭიროებას.

თბოიზოლაცია და სამუშაო პირობები

ობიექტზე პერსონალის კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისა და სამუშაო ტემპისთვის. ჩვენი სამშენებლო კონტეინერის ეფექტური თბოიზოლაცია ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ზაფხულში სასიამოვნო სიგრილეს, რაც ამცირებს გათბობა-გაგრილების ხარჯებსაც. გამოყენებული მასალა მედეგია ნესტისა და ცეცხლის მიმართაც, აგრეთვე არის ჰიდროიზოლირებული.

საჭიროების შემთხვევაში, კონტეინერი შეგვიძლია აღვჭურვოთ დამატებითი გათბობისა და გაგრილების სისტემებით, რათა პერსონალის სამუშაო პირობები ნებისმიერ სეზონზე სრულად იყოს უზრუნველყოფილი.

სამშენებლო კონტეინერის უპირატესობები

სისწრაფე: სამშენებლო სექტორში დროის მართვა კრიტიკულია. სტანდარტული კონტეინერი მზადდება რამდენიმე დღეში, რაც საშუალებას გაძლევთ, ობიექტის ინფრასტრუქტურული დაბრკოლებები მარტივად მოაგვაროთ.

ეკონომიურობა: კაპიტალურ მშენებლობასთან შედარებით, კონტეინერი მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯით უზრუნველყოფს იმავე ფუნქციურ შედეგს. ჩვენი პროდუქტის დაბალი ფასის გარდა, ეს მოცემულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ კონტეინერის დამზადება, ტრანსპორტირება და მონტაჟი ხდება სწრაფად, შეგიძლიათ წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტებზე გამოიყენოთ მრავალი პრობლემის მარტივად გადასაჭრელად.

მობილურობა: ობიექტის დასრულების შემდეგ, კონტეინერი მარტივად ტრანსპორტირდება შემდეგ ობიექტზე და ხელახლა გამოიყენება, ისე რომ მისი სტრუქტურა და ხარისხი არ დაზიანდეს. შესაბამისად, ერთხელ შეძენილი კონსტრუქცია წლების განმავლობაში მრავალ პროექტს ემსახურება, რაც მას გრძელვადიან, ანაზღაურებად ინვესტიციად აქცევს. 

გამძლეობა: მაღალ დატვირთვაზე გათვლილი კონსტრუქცია სათანადო მოვლის პირობებში ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას. ის უძლებს ინტენსიურ, ყოველდღიურ ექსპლუატაციას, ხშირ ტრანსპორტირებასა და სამშენებლო ობიექტისთვის დამახასიათებელ მძიმე გარემო პირობებს.

სამშენებლო კონტეინერის ფასი

სამშენებლო კონტეინერის ფასი დამოკიდებულია მის ზომაზე, კონფიგურაციაზე, გამოყენებულ მასალაზე, გადატიხვრების რაოდენობასა და კეთილმოწყობის დონეზე. ვინაიდან თითოეული პროექტი ინდივიდუალურია, ზუსტ ღირებულებას თქვენი მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ დაგიზუსტებთ. დეტალების გასავლელად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში – თბილისის შემოსასვლელი, სოფ. მუხათგვერდი.

ხშირად დასმული კითხვები

სტანდარტული პროექტი მზადდება რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში. ხშირ შემთხვევაში საწარმოში უკვე გვაქვს მზა სტანდარტული ვარიანტები, რომლების ობიექტზე გადატანაც შეძენის მომენტიდანვე შეგეძლებათ. ზუსტი ვადა დამოკიდებულია ზომასა და მოდიფიკაციების სირთულეზე, რასაც წინასწარ შეგითანხმებთ.

დიახ. ეს სამშენებლო კონტეინერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ობიექტის დასრულების შემდეგ ის ამწის დახმარებით მარტივად ტრანსპორტირდება ახალ ლოკაციაზე და ხელახლა გამოიყენება.

უმეტეს შემთხვევაში არა. საკმარისია მყარი, მოსწორებული ზედაპირი. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ საყრდენებს მდგრადობის გასაუმჯობესებლად.

დიახ. შიდა გადატიხვრების საშუალებით ერთ კონტეინერში ვაერთიანებთ მაგალითად ადმინისტრაციულ და სასაწყობე ზონას, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია მცირე ობიექტებისთვის.

მაღალ დატვირთვაზე გათვლილი კონსტრუქცია, სათანადო მოვლის პირობებში, ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობასა და ფუნქციურობას, მათ შორის ინტენსიური გამოყენებისა და რთული ამინდის პირობებში.