დაცვის კონტეინერი
ევრო კონსტრუქტორში ვამზადებთ საუკეთესო ხარისხის დაცვის კონტეინერებს ნებისმიერი ზომითა და ფორმით, თქვენი საჭიროების მიხედვით. კონტეინერს რამდენიმე დღეში მოგაწვდით საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მისი გადატანა სხვა ლოკაციაზეც მარტივია. ვამონტაჟებთ ელექტროობას და ყველა საჭირო მოდიფიკაციას. დაცვის კონტეინერი უძლებს რთულ ამინდებს და იდეალურ საკონტროლო-სადარაჯე პუნქტად გამოდგება ნებისმიერ ობიექტზე, ვინაიდან არის გამძლე, კომფორტული და ეკონომიური. 11 წლიანი გამოცდილებით, ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გაძლევთ სრულ გარანტიას ხარისხზე!
ჩვენი პროდუქციით დაინტერესების ან გასნხვავებული საჭიროების ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ კონტეინერების სრულ კატალოგს.
კონტეინერის ტიპები
აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომის დაცვის კონტეინერის დამზადება შეიძლება?
კონტეინერს ვამზადებთ ნებისმიერი ზომითა და ფორმით, თქვენი ობიექტის საჭიროების მიხედვით, კომპაქტური, ერთი თანამშრომლისთვის გათვლილი პუნქტიდან დაწყებული, უფრო ფართო საკონტროლო სივრცემდე. ფანჯრების განლაგებასა და კომპლექტაციას თქვენთან ერთად ვათანხმებთ.
რამდენ ხანს ძლებს დაცვის კონტეინერი ინტენსიური გამოყენების პირობებში?
ჩვენი მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, კონსტრუქცია გათვლილია მაღალ დატვირთვაზე და სათანადო მოვლის პირობებში ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას, მათ შორის რთული ამინდის პირობებში.
შეიძლება თუ არა დაცვის კონტეინერში სველი წერტილის მოწყობა?
დიახ. იმ შემთხვევაში, თუ ლოკაციაზე წყლის მიწოდება შესაძლებელია, დაგიმონტაჟებთ სველ ან სანიტარულ წერტილს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დაცვის თანამშრომელს ხანგრძლივი ცვლა უწევს ობიექტზე.
შესაძლებელია თუ არა დაცვის კონტეინერს ჰქონდეს ვიტრაჟი ან გამჭვირვალე ფასადი?
დიახ, მოთხოვნის შემთხვევაში ვამატებთ ვიტრაჟებს, რაც გააუმჯობესებს ხილვადობას პერიმეტრზე. ეს განსაკუთრებით მოთხოვნადია პარკინგებისა და ობიექტების შესასვლელებში.







