საპირფარეშო კონტეინერი | ტრანსპორტირებით

საპირფარეშო კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში სხვა პროდუქტების მსგავსად ჩვენი საპირფარეშო კონტეინერები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, გამძლეობით და დამზადების სისწრაფით. იდეალურია ობიექტებზე, ღონისძიებებზე, კურორტებზე ან ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭიროა სანიტარული სივრცის სწრაფად და ეკონომიურად მოწყობა. მოიცავს სრულ სანტექნიკას, ვენტილაციას, განათებასა და დამატებით სველი წერტილების მოწყობას. მზადდება რამდენიმე დღეში, ტრანსპორტირდება საქართველოს მასშტაბით. 11 წლიანი გამოცდილებით, ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გარანტიას გაძლევთ საუკეთესო ხარისხსა და მომსახურებაზე!

ჩვენი განსხვავებული ტიპის და ფუნქციის პროდუქციით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ კონტეინერების სრულ კატალოგს.

საპირფარეშო კონტეინერი ალტერნატივებთან შედარებით არის ბევრად უფრო კომფორტული და ჰიგიენური გადაწყვეტილება. განსხვავებით მცირე ზომის მობილური კაბინებისგან, ჩვენი საპირფარეშო კონტეინერი არის უფრო მოქნილი და კომფორტული, ვინაიდან მარტივად ტრანსპორტირებადია, სწრაფად მონტაჟდება თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე და გაქვთ საშუალება დაუერთოთ ცენტრალური კანალიზაციის არხს. უკვე წლებია ვამზადებთ ასეთ კონტეინერებს სამშენებლო კომპანიებისთვის, ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის, კურორტებისთვის და ინდივიდუალური დამკვეთებისთვის.

ბიო ტუალეტი და კანალიზაციის გარეშე ფუნქციონირება

ხშირად, როდესაც ობიექტზე ცენტრალური კანალიზაცია არ არის, ადამიანები ეძებენ ბიო ტუალეტს, რომელიც სანიტარული ინფრასტრუქტურის გარეშე ფუნქციონირებს. რეალურად, ჩვენს საპირფარეშო კონტეინერს სრულიად შეუძლია იგივე პრობლემის მოგვარება ისე, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგეძლებათ საშხაპის, ხელსაბანის, ან ერთ კონსტრუქციაში რამდენიმე საპირფარეშოს განთავსება, სადაც სრულიად იქნება გაყვანილი ელექტროობა და იქნება განათება, რასაც სტანდარტული ბიო ტუალეტები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ. 

კონტეინერი მოქნილია დაერთების კუთხით: იქ, სადაც ცენტრალურ ქსელთან წვდომაა, ის პირდაპირ უერთდება კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემას. ხოლო იქ, სადაც კანალიზაცია გაყვანილი არ არის, კონტეინერი უერთდება ჩვეულებრივ ბაკს ან ინდივიდუალურ, წინასწარ მომზადებულ ობიექტს. აქედან გამომდინარე, საპირფარეშო კონტეინერი სრულად ფუნქციონირებს ცენტრალური ინფრასტრუქტურის გარეშეც.

სად გამოიყენება საპირფარეშო კონტეინერი

საპირფარეშო კონტეინერი სხვადასხვა ობიექტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ყველაზე ხშირად მას სამშენებლო ობიექტებზე იყენებენ, სადაც მომუშავეების ყოველდღიური ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კანონიერი სამშენებლო ნორმების მიხედვით, ობიექტზე უნდა იყოს გამართული სანიტარული ინფრასტრუქტურა, რასაც ჩვენი საპირფარეშო კონტეინერი სწრაფად, მარტივად და ეკონომიურად უზრუნველყოფს.

საპირფარეშო კონტეინერს ასევე საკმაოდ ხშირად იყენებენ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე. ფესტივალების, სპორტული ტურნირების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზატორები ხშირად ირჩევენ საპირფარეშო კონტეინერს, რათა უზრუნველყონ სტუმრებისთვის კომფორტული და სანიტარული პირობები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება არის ტურისტული ზონები — სამთო-სათხილამურო კურორტები, სანაპიროები და ეკოტურისტული ბაზები. ამ ლოკაციებზე სტანდარტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხშირად პრობლემურია, ხოლო ჩვენი საპირფარეშო კონტეინერი ბევრად უფრო პრაქტიკულია მსგავს პირობებში, ვინაიდან არ საჭიროებს კაპიტალურ სამუშაოებს და მზადაა ფუნქციონირებისთვის მონტაჟისთანავე.

მობილური საპირფარეშო ნებისმიერ ლოკაციაზე

მობილური საპირფარეშო კონტეინერის მთავარი უპირატესობა და კომფორტი არის, რომ შეგიძლიათ მისი მარტივად გადატანა განსხვავებულ ლოკაციაზე ნებისმიერ დროს. ჩვენს მომხმარებლებს, სეზონური საქმიანობის, დროებითი ღონისძიების ან ცვალებადი ობიექტის შემთხვევაში, კონტეინერი ამწის დახმარებით მარტივად გადააქვთ ერთი ლოკაციიდან მეორეზე. ეს მას იდეალურ გადაწყვეტად აქცევს მათთვის, ვისაც ერთი და იგივე სანიტარული სივრცე სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს სჭირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქცია მოძრავია და არ სჭირდება საძირკველი, იგი არის მყარი, უძლებს ხშირ ტრანსპორტირებას და მაგალითად კონცერტებზე გამოყენების შემთხვევაში, ინტენსიურ გამოყენებას.

შიდა მოწყობა და დაგეგმარება

საპირფარეშო კონტეინერის შიდა სივრცე იგეგმება თქვენი მოთხოვნის მიხედვით. შესაძლებელია ერთსექციანი მოდელის დამზადება მცირე ობიექტებისთვის, ან მრავალსექციური, ცალკე გამოყოფილი კაბინებით. 

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის უნიტაზი, ხელსაბანი, შემრევი ონკანი, ვენტილაცია და სრული განათება. სველი წერტილი ეწყობა ხარისხიანი სანტექნიკით, ხოლო სურვილისამებრ შესაძლებელია დამატებითი სველი წერტილების, საშხაპის ან სანიტარული კვანძების მოწყობაც.

ვამონტაჟებთ ნებისმიერი სახის სანიტარულ წერტილს, უნიტაზებს, თურქულ ტუალეტს, ჩაშკებს და ასე შემდეგ.

სანიტარული კონტეინერი და ჰიგიენა

როგორც სანიტარული კონტეინერი, ჩვენი პროდუქცია დამზადებულია ისეთი მასალით, რომელიც ჰიგიენის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს. შიდა ზედაპირები ადვილად იწმინდება და არ იწოვს ნესტს, რაც სანიტარული სივრცის ხანგრძლივი გამოყენების ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია. ვენტილაციის სწორი სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის მუდმივ ცირკულაციას და ხელს უშლის ტენის დაგროვებას.

სათანადო მოვლის პირობებში სანიტარული კონტეინერი ინარჩუნებს ფუნქციურობასა და სისუფთავეს მრავალი წლის განმავლობაში.

საპირფარეშო კონტეინერის ფასი

საპირფარეშო კონტეინერის ფასი დამოკიდებულია სექციების რაოდენობაზე, სანტექნიკის კომპლექტაციაზე, დაერთების ტიპსა და დამატებით კეთილმოწყობაზე. ვინაიდან თითოეული პროექტი ინდივიდუალურია, ზუსტ ფასს თქვენი მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ დაგითვლით. ზუსტი ღირებულების დასათვლელად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში: თბილისის შემოსასვლელი, სოფ. მუხათგვერდი.

ხშირად დასმული კითხვები

დიახ. იქ, სადაც კანალიზაცია არ არის, კონტეინერი უერთდება ჩვეულებრივ ბაკს ან წინასწარ მომზადებულ ობიექტს და სრულად ფუნქციონირებს ცენტრალური ინფრასტრუქტურის გარეშეც.

სათანადო მოვლის პირობებში კონსტრუქცია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფუნქციურობასა და სისუფთავეს. გამოყენებული მასალა მედეგია ნესტისა და ინტენსიური დატვირთვის მიმართ, რაც სანიტარული სივრცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დაგიმზადებთ ნებისმიერი ფორმის, ზომის და მოწყობის კონტეინერს თქვენი სურვილის მიხედვით. ხშირად ვამზადებთ რამდენიმე კაბინიან მოდელსაც, რომელსაც გარეთ ხელსაბანი აქვს მოწყობილი. შეგვიძლია ინდივიდუალური საპირფარეშოს დამზადებაც, ასევე დამატებით საშხაპის მოწყობა და ასე შემდეგ.

სტანდარტული საპირფარეშო კონტეინერი მზადდება რამდენიმე დღეში, ხოლო ადგილზე მონტაჟს ესაჭიროება მოკლე დრო. ზუსტ ვადას პროექტის შეთანხმებისას გაცნობებთ. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ვერსიები საწარმოში და პირდაპირ წაიღოთ სასურველ ლოკაციაზე.

დიახ. კონსტრუქცია მობილურია და ამწის დახმარებით მარტივად ტრანსპორტირდება ახალ ლოკაციაზე, ხელახალი მონტაჟით.