ჯიხურები | ევრო კონსტრუქტორი

ჯიხურები

ევრო კონსტრუქტორში 11 წელზე მეტია ვამზადებთ სხვადასხვა ტიპის ჯიხურს, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის, მდგრად კონსტრუქციას და ძირითადად გამოიყენება საგუშაგოდ, დრაივის ან სალარო პუნქტების მოსაწყობად, სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის და ზოგიერთ შემთხვევაში კომპაქტური საცხოვრებელი სივრცის მოსაწყობადაც. 

ჯიხური იდეალურია მცირე სივრცის ეფექტურად ათვისებისთვის. გთავაზობთ სველი წერტილების მონტაჟს, ელექტროობის გაყვანას და სხვა ნებისმიერი სახის კეთილმოწყობას.ჩვენი ჯიხურები არის თბოიზოლირებული, უძლებს უხეშ ამინდებს და ქმნის კომფორტულ სივრცეს.

ვინაიდან ჯიხურის ტიპის სტრუქტურა გამოყენება სხვადასხვა მიზნობირობით, გიზიარებთ კონსტრუქციის ძირითად ტიპებს:

ჯიხურის ტიპები

ჯიხურები მასალის მიხედვით

ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ზომისა და ფორმის ჯიხურის დამზადება. დამზადების ვადა დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკაზე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პროექტს ვასრულებთ რამდენიმე დღეში. ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური დიზაინი, ასევე სტანდარტული ტიპის ჯიხურები მზა მდგომარეობაში, რომლების გადატანაც სასურველ ადგილას პირდაპირ შეგეძლებათ.

ეკონომიურობა და სისწრაფე
  • კაპიტალურ შენობაზე იაფი
  • დამზადება მინიმალურ დროში
  • მორგება თქვენს მიზნებზე
საოპერაციო ეფექტურობა და მულტიფუნქციურობა
  • უკეთესი საოპერაციო კონტროლი
  • მაქსიმალური მობილურობა
  • ნებისმიერი დანიშნულების სივრცე
მდგრადობა და გამოცდილება
  • ათწლეულების გამძლეობა
  • დაცული და მყარი კონსტრუქცია
  • პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით
ინდივიდუალური დიზაინი
ტრანსპორტირება

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?

ჯიხურების კოლექცია

კონტეინერის შეძენისას სწორი მწარმოებლის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხარისხიანი მასალებისა და გამოცდილების გარეშე დამზადებული კონტეინერი ვერ უზრუნველყოფს საჭრო გამძლეობას და სტანდარტულ პირობებშიც კი სწრაფად ზიანდება.

ევრო კონსტრუქტორში უკვე 11 წელზე მეტია ვქმნით კონტეინერებს და დამაჯერებლად ვლიდერობთ ამ ბაზარს საქართველოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში ვიმუშავეთ 2700-ზე მეტ წარმატებულ პროექტზე, ვთანამშრომლობთ ასობით წამყვან კომპანიასთან და ათასობით  მომხმარებელთან საქართველოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ საუკეთესო ხარისხი და მომსახურება თქვენთვის.

ჩვენს გუნდში დასაქმებულია 15-ზე მეტი გამოცდილი სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე. სამუშაო პროცესი ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, რაც აისახება როგორც ხელობის ხარისხზე და სტრუქტურის გამძლეობაზე, ასევე საბოლოო ვიზუალზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ნამუშევარი საქართველოს ბაზარზე, რითაც განვიმტკიცებთ ჩვენს პოზიციას, როგორც ლიდერი კომპანია.

ჯიხურების კოლექცია

იმისდა მიუხედავად, რომ ასაწყობი ჯიხურების შეკვეთა ბევრად უფრო ეკონომიური და მარტივი ვარიანტია სტანდარტულ ალტერნატივებთან შედარებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის მიერ არის სავაჭრო, საგუშაგო თუ საოფისე ჯიხური აწყობილი. ევრო კონსტრუქტორში გაძლევთ გარანტიას, რომ სტანდარტული მოვლის პირობებში ჩვენთან დამზადებულ ჯიხურს არ შეექმნება პრობლემები, შეინარჩუნებს თბოიზოლაციას, არ გაატარებს წვიმის დროს წყალს და შეინარჩუნებს თავდაპირველ კომფორტულობას.

ასეთი გარანტიის თქვენთვის მოცემა შეგვიძლია ჩვენი 11 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე. საქართველოს მასშტაბით უკვე 2700 – ზე მეტ პროექტზე ვიმუშავეთ, მათ შორის სხვადასხვა დარგის წამყვან კომპანიებთან. ჩვენი მომხმარებლები ოპერირებენ დაწყებული სამშენებლო სექტორიდან, გაგრძელებული სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტაციის სექტორით და დასრულებული სახელმწიფო პროექტებით. ამავდროულად, გყავს 1,000 – ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი, რომელთა უმეტესობა საჭიროების შემთხვევაში ისევ ჩვენთან ბრუნდება პროექტის შესაკვეთად. 

სწორედ ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გვეხმარება ვიყოთ ბაზრის ლიდერები საქართველოში და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანსა თუ ორგანიზაციას დავუმზადოთ მოძრავი, კომფორტული და გამძლე სავაჭრო, საგუშაგო თუ სამუშაო სივრცე საქართველოს ნებისმერ კუთხეში, და არა მარტო.

 

რატომ ირჩევენ ჯიხურს?

ჯიხური არის იდეალური არჩევანი, როდესაც გჭირდებათ მცირე სივრცეში მოაწყოთ პრაქტიკული და მედეგი კონსტრუქცია, რომელსაც თქვენი მიზნობრიობის მიხედვით დავამზადებთ და დაგიმონტაჟებთ სწრაფად. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჯიხურის შესყიდვა თქვენთვის უპირატესია კაპიტალური შენობის აშენებასთან შედარებით, არის მისი ეკონომიურობა და სისწრაფე. სტანდარტული მშენებლობისგან განსხვავებით, ჩვენთან დამზადებული ჯიხური მოგცემთ იგივე შედეგს ბევრად უფრო ნაკლებ დროში და ბევრად უფრო ნაკლები ბიუჯეტით. რაც მთავარია, შეძლებთ ჯიხურის გადატანას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, თქვენი სურვილის მიხედვით.

ბიზნესებისთვის ჩვენი ჯიხურები უზრუნველყოფს უკეთეს საოპერაციო კონტროლს, დაცულ და პრაქტიკულ სივრცეს, რომლის დახმარებითაც სამუშაო პროცესი ხდება უფრო ეფექტური იქნება ეს საგუშაგო ფუნქცია, სალაროს მოწყობა, დრაივის გამართვა თუ სხვა ნებისმიერი დანიშნულება. ამასთანავე, ეს ნაგებობა ადეკვატური მოვლის პირობებში ინარჩუნებს მდგრადობას ათწლეულების განმავლობაში.

ევრო კონსტრუქტორის მიერ შესრულებული ჯიხურის პროექტები შეგხვდებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც წამყვანი კომპანიების ობიექტებზე, აგრეთვე სხვა კომერციული თუ საცხოვრებელი დანიშნულებით..

ჯიხურის ფასი

ჯიხურის ფასი განისაზღვრება მისი კონფიგურაციისა და დანიშნულების მიხედვით. თითოეული პროექტი განსხვავდება ზომითა და შიდა მოწყობით, შესაბამისად ღირებულებაც ინდივიდუალურად ითვლება.

ფასზე გავლენას ახდენს ჯიხურის საერთო ფართობი, კონსტრუქციის ტიპი, გამოყენებული მასალა, ფანჯრების განლაგება, შიდა მოწყობის ფორმატი და დამატებითი ელემენტები. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ფუნქციური დატვირთვა ექნება სივრცეს და რა ტექნიკური მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი მხრიდან.

იმისათვის რომ ზუსტ და რეალისტურ ფასზე შევთანხმდეთ, საჭიროა თქვენი პროექტის დეტალური განხილვა. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევაში ისე, რომ ჯიხურის კონსტრუქცია და ბიუჯეტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებას. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში. მის: სოფ, მუხათგვერდი, თბილისის შემოსასვლელი. 

რა პროცედურით იყიდება ჯიხური?

იმისათვის რომ ჩვენთან ჯიხური შეიძინოთ, დაგჭირდებათ რომ მობილურზე დაგვიკავშირდეთ ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში, სადაც საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ რეალურ დროში ათეულობით შეკვეთა, რომლებზეც ვმუშაობთ. მათ შორის, საშუალება გექნებათ დააკვირდეთ ჩვენს სამუშაო სტანდარტებს სხვადასხვა სახის პროდუქტს, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით იქმნება.

საჭირო იქნება, რომ შევთანხმდეთ ჯიხურის სპეციფიკაციებზე, ფასზე და დამზადების დროზე. მათ შორის, დაგვჭირდება თქვენთვის სასურველი მიწოდების ადგილი (სადაც ჯიხური ჩვენი დახმარებით დამონტაჟდება). აგრეთვე, შეგვიძლია, თქვენი სურვილის შემთხვევაში ჯიხური აგიწყოთ ადგილზე.

ევრო კონსტრუქტორში ასეთი მუშაობის გამოცდილება უკვე ათწლეულზე მეტია რაც გვაქვს. ჯიხურები ადგილზე დაგვიმზადებია ისეთ რთულად მისადგომ ლოკაციებზე და უხეშ ამინდებშიც, რომლებიც განსაკუთრებით საქართველოს მთიან რეგიონებში  გვხვდება.

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

ჩვენთან დამზადებული ჯიხურები, კლასიკური კაპიტალური შენობისგან განსხვავებით, მზადდება რამდენიმე დღეში, არის ბევრად უფრო იაფი და მისი გადატანა არის შესაძლებელი ნებისმიერ ადგილას. მას შემდეგ რაც იმ კონკრეტულ ადგილას ჯიხური აღარ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე მარტივად გადაიტანოთ, ისე რომ მისი სტრუქტურა არ დაირღვეს და შეინარჩუნოს ფუნქციონალურობა.

იქიდან გამომდინარე, რომ ძირითად შემთხვევებში ჯიხურები ზომაში შედარებით პატარაა, დამზადებას მაქსიმუმ რამდენი დღე სჭირდება. აგრეთვე, საკმაოდ ხშირად, საწარმოში უკვე გვაქვს მზა მოდელები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ და იმავე დღეს გადაიტანოთ სასურველ ადგილას.

დიახ, ჩვენთან დამზადებული ნებისმიერი სახის კონსტრუქცია გათვლილია მაღალი დატვირთვით მუშაობის პრიობებში მდგრადობის შენარჩუნებაზე.