საცხოვრებელი ჯიხური
ევრო კონსტრუქტორში ვამზადებთ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ჯიხურს, რომელშიც ერთ ან რამდენიმე ადამიანს კომფორტული, დამოუკიდებელი ცხოვრება შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში. ჯიხური არის სრულად თბოიზოლირებული, ვამონტაჟებთ სველ წერტილებს, ელექტროობას, ვაკეთებთ გადატიხვრებს, ვაწყობთ სამზარეულო კუთხესა და საძინებელს. ჯიხური მზად არის საცხოვრებლად რამდენიმე დღეში, ტრანსპორტირდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. გვაქვს პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, შესაბამისად ამ წლების მანძილზე დახვეწილი მიდგომებით ვქმნით საუკეთესო პროდუქტს საქართველოში და ვლიდერობთ ბაზარს. გიზიარებთ ჩვენი ნამუშევრების ნიმუშებს:
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ჯიხურების სრული კატალოგი, სადაც განსხვავებული ტიპის ჯიხურებიც არის წარმოდგენილი.
სამშენებლო
ხის ჯიხური
ბუნებრივი ესთეტიკა, თბილი გარემო და კომფორტული გამოყენება საცხოვრებლად ან ბიზნესისთვის
დეტალურად
ეკონომიური
სენდვიჩ პანელის ჯიხური
ეკონომიური, გამძლე და მყუდრო ფართი ნებისმიერ ადგილას მიწოდებით
დეტალურად
მოძრავი მაღაზია
დრაივ ჯიხური
საცხობის, მაღაზიის თუ სხვა კომერციული ობიექტისთვის
დეტალურადეს პირველი კითხვაა, რომელიც ლოგიკურად ჩნდება მომხმარებლებში. ერთი ადამიანისთვის, რომელსაც სჭირდება საძინებელი, მცირე სამზარეულო და სველი წერტილი, დაახლოებით 9–12 კვადრატული მეტრი სავსებით საკმარისია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ჩვენთან სტანდარტული, შედარებით კომპაქტური საცხოვრებელი ჯიხურის ფასი იწყება 5,000 ლარიდან.
ორი ადამიანისთვის, ან თუ მეტ შესანახ სივრცეს გეგმავთ, უფრო კომფორტულია 15-21 კვადრატული მეტრი და მეტი, სადაც თავისუფლად შეძლებთ განათავსოთ მისაღები სივრცე საძინებელი და საშხაპე.
საცხოვრებელ ჯიხურებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სივრცის სწორად ათვისებას. სწორი დაგეგმვის მეშვეობით, შესაძლოა სწორად დაგეგმილი 12 კვადრატი სივრცე ბევრად კომფორტული და ეფექტური გამოდგეს მუდმივ საცხოვრებლად, ვიდრე 18 კვადრატული. აქედან გამომდინარე, უფასოდ გთავაზობთ დაგეგმვის ჭრილში კონსულტაციებს, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით დაგეხმარებით სივრცის ოპტიმალურად ორგანიზებაში.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა მომხმარებლებში. რეალურად, ჩვენი ჯიხურები ისე არის აწყობილი, რომ შესაძლებელია დაერთდეს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაზე უპრობლემოდ, იქნება ეს ცენტრალური ქსელით თუ, მაგალითად, ცალკეული ავზით.
ანალოგიურად, კანალიზაცია მიერთდება ცენტრალურ სისტემას ან ეწყობა ავტონომიური სეპტიკური ავზით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯიხურის ფუნქციონირება სრულად შესაძლებელია იქაც, სადაც ცენტრალური ინფრასტრუქტურა არ არსებობს. იგივე ჭრილში, ელექტრო მომარაგება გვარდება სტანდარტული მიერთებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი წყაროებით.
დაგეგმარების დასაწყისშივე ვათანხმებთ ამ ნაწილს, თუ სად განთავსდება ჯიხური, რათა კომუნიკაციების სქემა ლოკაციას ზუსტად მოვარგოთ.
ვინაიდან არის მრავალჯერ ტრანსპორტირებადი და მობილური კონსტრუქცია, საცხოვრებელ ჯიხურს კაპიტალური საძირკველი არ სჭირდება. ჯიხურის მონტაჟისთვის საკმარისია მყარი, მოსწორებული ზედაპირი. დახრილ ან არათანაბარ რელიეფზე ვიყენებთ საყრდენებს, რომლებიც კონსტრუქციას სწორად აყენებს და მიწიდან ოდნავ წევს, რაც წყლის დაგროვებისგან იცავს. სწორი განთავსება გრძელვადიანი მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ამ ნაწილს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
სეზონური კომფორტი და თბოიზოლაცია
მცირე სივრცეში თბოიზოლაცია განსაკუთრებით ეფექტურია, ვინაიდან ზამთრის პირობებში პატარა გამათბობელით ძალიან მარტივად და მოკლე დროში შეძლებთ ჯიხურის დათბუნებას, ხოლო ზაფხულში გაგრილებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ სტრუქტურა შეკრულია პოლიურეთანის სენდვიჩ პანელით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ტემპერატურის შენარჩუნებაში.
საცხოვრებელი ჯიხურის ერთ-ერთი პრაქტიკული უპირატესობა ის არის, რომ იგი არის მობილური, აწყობადი სტრუქტურა, შესაბამისად ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი გააფართოვოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე და შეგვიკვეთოთ მეორე ჯიხურიც, რომელიც შესაძლებელია მარტივად შეუერთდეს მთავარ კონსტრუქციას და გააფართოვოს თქვენი საცხოვრებელი სივრცე. შეგიძლიათ დაიწყოთ ერთი კომპაქტური ერთეულით და მოგვიანებით, საჭიროების ცვლილებასთან ერთად, დაამატოთ ახალი სექცია ან შეცვალოთ შიდა განლაგება.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ადამიანს იტევს საცხოვრებელი ჯიხური?
სტანდარტული ვარიანტი კომფორტულად იტევს ერთ ან ორ ადამიანს მუდმივად საცხოვრებლად. შესაძლებელია დავამზადოთ ნებისმიერი განსხვავებული, უფრო დიდი ან მცირე ზომის ჯიხური, რომლებშიც შესაბამისად გაიზრდება ან შემცირდება ტევადობა. გვიმუშავია უფრო დიდ, ან კიდევ უფრო კომპაქტურ ჯიხურებზეც.
შესაძლებელია თუ არა ზამთარში მუდმივად ცხოვრება?
დიახ. პოლიურეთანის თბოიზოლაცია სრულად ფარავს ზამთრის მოთხოვნებს და რთულ ამინდებშიც კი მცირე გამათბობელი საკმარისია.
სჭირდება საცხოვრებელ ჯიხურს ნებართვა?
ვინაიდან საცხოვრებელი ჯიხური კაპიტალური ნაგებობა არ არის, უმეტეს შემთხვევაში ნებართვის მიღება უფრო მარტივი პროცედურაა. რეკომენდებულია დაზუსტება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.
რა დრო სჭირდება დამზადებასა და მონტაჟს?
დამზადება სრულდება რამდენიმე დღეში, ხოლო ადგილზე მონტაჟი ტრანსპორტირებიდან მოკლე დროში. დეტალური განხილვისა და ზუსტი ფასის დასათვლელად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.







