დაცვის ჯიხური
ევრო კონსტრუქტორში ვამზადებთ საუკეთესო ხარისხის დაცვის ჯიხურებს ნებისმიერი ზომით და ფორმით, თქვენი სურვილის მიხედვით. ჯიხურებს რამდენიმე დღეში მოგაწვდით საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ჯიხურის გადაადგილება თქვენთვის სასურველ ადგილას. ჩვენი პროდუქცია რელოკაციის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ მდგომარეობას და ხარისხს. უძლებს რთულ ამინდებს და გამოდგება იდეალურ სადარაჯო პუნქტად ნებისმიერ ობიექტზე, ვინაიდან არის გამძლე, კომფორტული და ეკონომიური. ჯიხურს მოგიწყობთ სრულად და ადგილზე მოგიტანთ რამდენიმე დღეში. 11 წლიანი გამოცდილებით, ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გაძლევთ სრულ გარანტიას ხარისხზე!
დაინტერესების შემთხვევაში, ჯიხურების სრულ კატალოგში შეგიძლიათ იხილოთ ყველა ხელმისაწვდომი ჯიხურის ტიპი…
საგუშაგო ჯიხურები ძირითადად გამოიყენება მშენებლობებზე, საკუთარ სახლთან, სამეურნეო მიწასთან, კომერციულ ფართებსა თუ სხვა ობიექტებთან სადაც შესასვლელისა თუ სრული პერიმეტრის კონტროლია საჭირო. საგუშაგო ჯიხური კომფორტულ და იზოლირებულ გარემოს ქმნის დაცვის თანამშრომლებისათვის. ევრო კონსტრუქტორში დამზადებული საგუშაგო ჯიხურები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგხვდებათ სხვადასხვა ობიექტზე, სასაწყობო კომპლექსებზე, ქარხნებსა და საწარმოებში, სავაჭრო ცენტრებისა და პარკინგების შესასვლელებზე, სამშენებლო ობიექტებზე, კერძო და კორპორატიული ტერიტორიების პერიმეტრზე, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილად.
სადარაჯო ჯიხური კაპიტალურ საგუშაგოსთან შედარებით ბევრად ეფექტური ალტერნატივაა რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. პირველ რიგში, არის ბევრად ეკონომიური და ძირითადად ბევრად ნაკლებ ხარჯიანი, ვიდრე სხვა ალტერნატივები. ამასთან ერთად, ბევრად მოკლე დროში მზადდება. კაპიტალური შენობისგან განსხვავებით, ჩვენ სადარაჯო ჯიხურს თქვენთვის სასურველ ადგილას დაახლოებით ერთი კვირის ვადაში მოგაწვდით. ამავდროულად, ჯიხურის გადატანა ნებისმიერ ადგილას შეგეძლებათ ნებისმიერ დროს, ვინაიდან სტრუქტურა არ საჭიროებს ფუნდამენტს და სჭირდება მხოლოდ მოსწორებული ნიადაგი.
11 წლიანი გამოცდილების ფონზე ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და დაპირებულ ხარისხზე გაძლევთ გარანტიას!
სადარაჯო ჯიხური გამძლეა არამარტო რელოკაციის დროს არამედ ნებისმიერ ამინდსა თუ პირობებში. ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალი ხარისხი რის საფუძველზეც ჩვენი სადარაჯო ჯიხური ინარჩუნებს მდგრადობას არაერთი ათწლეულის განმავლობაში, დაცვის თანამშრომლებისთვის კი ვქმნით უსაფრთხო და თბოიზოლირებულ გარემოს. რაც მთავარია კაპიტალური შენობისგან განსხვავებით და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საგუშაგო ჯიხურის გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილას საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატივებთან შედარებით იგი არის ბევრად ეკონომიური, მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია კი უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილების შემცირებულ ხარჯებს.
დაცვის ჯიხურს გამოარჩევს კომპაქტური ზომა, სტანდარტული კონსტრუქცია დაახლოებით 2-4 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს, თუმცა ვამზადებთ ნებისმიერი ზომის და მოდელის ჯიხურებს მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენი მთავარი უპირატესობაა მომსახურების მაღალი ხარისხი, რაც გამომდინარეობს დაგეგმარების პროცესში მომხმარებელთან კონსულტაციით და გამოცდილებით. ჩვენი პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომლები საგუშაგო ჯიხურს სრულად მოარგებენ თქვენს საჭიროებებს, ფანჯრების რაოდენობა / განლაგება, სველი თუ სანიტარული წერტილის არსებობა / რაოდენობა, სურვილისამებრ ასევე შესაძლებელია სხვადასხვა უსაფრთხოების თუ სახანძრო სისტემის მონტაჟიც. ჩვენ ასევე გთავაზობთ საგუშაგო ჯიხურის გარე მოპირკეთებას ხის მასალით, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით ჯიხური მოარგოთ არსებულ გარემოს.
სადარაჯო ჯიხურის ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, ვინაიდან ყოველი პროექტი განსხვავდება, ზომით, წყობითა თუ კომპლექტაციით ფასიც შესაბამისად განსხვავებულია. ფასზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჯიხურის ზომას, კარ-ფანჯრების რაოდენობა / განლაგებას, ელექტრო გაყვანილობასა და ტრანსპორტირების ადგილ-მდებარეობას. ზუსტი ღირებულების განსაზღვრისთვის გთხოვთ დაგვირეკოთ ნომერზე 599449272. ჩვენი სპეციალისტი დეტალურად განიხილავს თქვენს საჭიროებებს და მოამზადებს კონკრეტულ შეფასებას, რომელიც თქვენს ბიუჯეტსა და ვადებს შეესაბამება.
როგორ იყიდება საგუშაგო ჯიხური?
საგუშაგო ჯიხურის შესაძენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან პირადად გვეწვიოთ ჩვენს საწარმოში, სოფ. მუხათგვერდში, თბილისის შემოსასვლელთან, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მიმდინარე შეკვეთები და სამუშაო სტანდარტები. ამის შემდეგ ერთად განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს, როგორებიცაა ზომა, განლაგება, კომპლექტაცია, და შევთანხმდებით ფასსა და ჩაბარების ვადაზე. დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი ჯიხურს მოგაწვდით და დაგიმონტაჟებთ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ყოველგვარი კაპიტალური სამუშაოების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციის ადგილზე აწყობაც შეგვიძლია.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება თუ არა დაცვის ჯიხურში სველი წერტილის მოწყობა?
დიახ შესაძლებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დაცვის თანამშრომელს თავისი ცვლის ჭრილში დიდი ხნით უწევს მუშაობა. იმ შემთხვევაში თუ წყლის მიწოდება დაცვის ჯიხურამდე შესაძლებელია, ჩვენ დაგიმონტაჟებთ სველ ან სანიტარულ წერტილს მოთხოვნის შესაბამისად.
რა მინიმალური ზომა შეიძლება ჰქონდეს დაცვის ჯიხურს?
იქიდან გამომდინარე, რომ საგუშაგო ჯიხური საკმაოდ კომპაქტურია, მისი დამზადება შეიძლება სულ რაღაც 2-3 კვ.მ - დან. რაც საკმარისია ერთი თანამშრომლისათვის, საგუშაგო ფანჯრისა და აუცილებელი კომპლექტაციისთვის, ფორმა კი მორგებულია იმ ადგილზე სადაც შემდეგში დამონტაჟდება დაცვის ჯიხური
შეიძლება თუ არა დაცვის ჯიხურს ჰქონდეს გამჭვირვალე ფასადი ან ვიტრაჟი?
დიახ, მოთხოვნის საფუძველზე შეგვიძლია ჯიხურს დავუმატოთ სრული ან ნახევარი ვიტრაჟი, განსაკუთრებით მოთხოვნადია საპარკინგე სივრცის გასასვლელში დამონტაჟებული ჯიხურების დამზადებისას.
რამდენ ხანს ძლებს დაცვის ჯიხური ინტენსიური გამოყენების პირობებში?
ევრო კონსტრუქტორის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენი დამზადებული ჯიხური გათვლილია მაღალ დატვირთვაზე, სათანადო მოვლის პირობებში კონსტრუქცია მდგრადია მრავალი ათწლეული, მათ შორის რთული ამინდების პირობებშიც.
შეიძლება თუ არა ჯიხური პირდაპირ ობიექტზე აიწყოს?
დიახ. იმ შემთხვევაში თუ გაბარიტების გათვალისწინებით ვერ ხერხდება ლოკაციამდე უკვე დამზადებული ჯიხურის ტრანსპორტირება, ჩვენი გუნდი კონსტრუქციას ააწყობს უშუალოდ ლოკაციაზე, ასეთი მოთხოვნა განსაკუთრებით ხშირად გვქონია ვიწრო შესასვლელის მქონე ობიექტებზე.







