სენდვიჩ პანელის კონტეინერი | საუკეთესო ხარისხი

სენდვიჩ პანელის კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში 11 წლიანი გამოცდილებით ვამზადებთ სენდვიჩ პანელის კონტეინერს, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით, არის გამძლე, თბოიზოლირებული და კომფორტული. იდეალურია ნებისმიერი დანიშნულებით, იქნება ეს კომერციული საქმიანობა თუ პირადი მიზნები. კონტეინერი მზადდება რამდენიმე დღეში და ტრანსპორტირდება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, თუნდაც რთულად მისადგომ ადგილებში. გთავაზობთ კონტეინერის სრულ კეთილმოწყობას ყველა საჭირო კომუნიკაციით. 2500 – ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტით, ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გაძლევთ გარანტიას ხარისხზე! ქვემოთ გიზიარებთ ჩვენი ნამუშევრების რამდენიმე ნიმუშს:

  იხილეთ დეტალურად:

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ კონტეინერების სრულ კატალოგს და გაეცნოთ განსხვავებული დანიშნულებისა და მასალის პროდუქციას.

სენდვიჩ პანელის კონტეინერი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია საქართველოში სივრცის ეფექტურად და ეკონომიურად ათვისების კუთხით. ტრადიციულ მშენებლობასთან შედარებით, კონტეინერით მშენებლობა არის ბევრად უფრო სწრაფი, იაფი და მოქნილი.

წლების განმავლობაში ინტენსიური მუშაობით დაგროვილი გამოცდილებით, ზუსტად ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ამ მასალის ყველა უპირატესობა თქვენი საჭიროების შესაბამისად. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, თუ რა ხდის სენდვიჩ პანელს ასე ეფექტურს და რატომ ირჩევენ მას კომპანიები, კერძო პირები და სახელმწიფო მუნიციპალიტეტები საქართველოს მასშტაბით.

ენერგოეფექტურობა და კომფორტი

სენდვიჩ პანელის მთავარი უპირატესობა მისი ენერგოეფექტურობაა. პოლიურეთანის ბირთვი ეფექტურად იკავებს ტემპერატურას, რის საშუალებითაც კონტეინერი ზამთარში ძალიან მარტივად ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ზაფხულში პირიქით, სიგრილეს. შედარებით მძაფრ პირობებში პატარა გამათბობელი ან გამაგრილებელი დანადგარის დახმარებით მარტივად შეიქმნით სასიამოვნო და კომფორტულ ტემპერატურას სამუშაო ან საცხოვრებელი პირობების ჭრილში. კონტეინერის კარგი თბოიზოლირებულობა პირდაპირ აისახება კომუნალურ ხარჯებზე: გათბობისა და გაგრილების ენერგოდანახარჯი მინიმუმამდე მცირდება, განსაკუთრებით შედარებით მცირე სივრცის პირობებში, სადაც ტემპერატურის დაკავება კიდევ უფრო მარტივდება.

სწორედ ამიტომ, სენდვიჩ პანელის კონტეინერი თანაბრად ეფექტურია საქართველოს განსხვავებულ კლიმატურ ზონებში, როგორც დაბლობის ცხელ ზაფხულში, ისე მაღალმთიანი რეგიონის მკაცრ ზამთარში. ასეთ ადგილებში არც ტრანსპორტირება იქნება პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია სენდვიჩ პანელის კონტეინერები მოგაწოდოთ საქართველოში ნებისმიერ ადგილას, ხოლო განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში, კონსტრუქცია ავაწყოთ პირდაპირ თქვენთვის სასურველ ტერიტორიაზე.

სენდვიჩ პანელების სისქე

სენდვიჩ პანელის კონტეინერის თბოიზოლაციის დონეს დიდწილად პანელის სისქე განსაზღვრავს. ჩვენ ვამზადებთ კონტეინერებს სხვადასხვა სისქის სენდვიჩ პანელით, თქვენი სურვილის მიხედვით.

სტანდარტული სენდვიჩ პანელის სისქეა 40 ან 50 მმ, რომლებიც ძირითად შემთხვევებში სრულიად საკმარისია თავიანთი ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად.

შედარებით თბილ რეგიონებში ან დროებითი დანიშნულების ობიექტებისთვის სტანდარტული სისქის პანელი სავსებით საკმარისია, ხოლო მაღალმთიან, ცივ ზონებში ან მუდმივი გამოყენებისთვის რეკომენდებულია უფრო სქელი პანელი, რომელიც გაზრდილ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. დაგეგმარების ეტაპზე ერთად შევარჩევთ თქვენი პროექტისთვის ოპტიმალურ ვარიანტს, რათა ხარისხსა და ბიუჯეტს შორის საუკეთესო ბალანსი დავიცვათ.

გამძლეობა ცეცხლის და ნესტის მიმართ

ენერგოეფექტურობის გარდა, სენდვიჩ პანელი გამოირჩევა მაღალი მედეგობით. მასალა ჰიდროიზოლირებულია და უძლებს ნესტს, რაც გამორიცხავს ტენის შეღწევასა და კონსტრუქციის შიდა დაზიანებას წვიმიან თუ თოვლიან პერიოდში. ამავდროულად, ის ცეცხლმედეგია, რაც კონტეინერს უსაფრთხოებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სათანადო მოვლის პირობებში, სენდვიჩ პანელის კონსტრუქცია ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ მდგრადობას, უძლებს რთულ ამინდებს, მრავალჯერად ტრანსპორტირებას და ყოველდღიურ ექსპლუატაციას სტრუქტურის დაზიანების გარეშე.

მრავალფუნქციური გამოყენება

ვინაიდან სენდვიჩ პანელი აერთიანებს სიმსუბუქეს, სიმყარესა და თბოიზოლაციას, მისგან დამზადებული კონტეინერი მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. ჩვენი პროდუქცია ფართოდ გვხვდება საქართველოს მასშტაბით, ქალაქებიდან დაწყებული, რთულად მისადგომი მაღალმთიანი ლოკაციებით, კურორტებით და კულტურული ძეგლებით / ობიექტებით დასრულებული.

ერთი და იგივე მასალისგან ვამზადებთ კონტეინერებს სხვადასხვა საჭიროებისთვის, ხოლო თითოეული პროექტი იგეგმება ინდივიდუალურად. შესაძლებელია გადატიხვრების მოწყობა, კარ-ფანჯრის განლაგების ცვლილება, ელექტროობის, სველი წერტილებისა და სრული კეთილმოწყობის მონტაჟი თქვენი სურვილის მიხედვით. 

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში და შეიძინოთ მზა კონტეინერები, რომლის ტრანსპორტირებას და მონტაჟს შეძლებთ იმავე დღეს.

დამზადებისა და მონტაჟის პროცესი

სენდვიჩ პანელის კონტეინერის შეძენის პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა. პირველ ეტაპზე, დაგვიკავშირდებით ან მობრძანდებით საწარმოში, სადაც ერთად განვიხილავთ თქვენი პროექტის ჭრილში კონსტრუქციის ზომას, კონფიგურაციას, კეთილმოწყობის დონესა და დანიშნულებას. ამის შემდეგ შემოგთავაზებთ ოპტიმალურ გადაწყვეტას და შევთანხმდებით ფასსა და ჩაბარების ვადაზე.

შეკვეთის დადასტურების შემდეგ, კონსტრუქცია მზადდება უმოკლეს ვადაში და ტრანსპორტირდება თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე. რთულად მისადგომ ტერიტორიებზე, სადაც დასრულებული კონტეინერის ჩატანა შეუძლებელია, ჩვენი გუნდი კონსტრუქციას უშუალოდ ადგილზე აწყობს.

სენდვიჩ პანელის კონტეინერის ფასი

სენდვიჩ პანელის კონტეინერის ფასი დამოკიდებულია კონსტრუქციის ზომაზე, კვადრატულობაზე, კარ-ფანჯრის რაოდენობაზე, გადატიხვრებსა და შიდა კეთილმოწყობაზე. ვინაიდან თითოეული პროექტი ინდივიდუალურია, ზუსტ ღირებულებას თქვენი მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ დაგიზუსტებთ.

დეტალების გასავლელად და ზუსტი ფასის დასათვლელად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მობრძანდეთ ჩვენს საწარმოში – თბილისის შემოსასვლელი, სოფ. მუხათგვერდი, სადაც ადგილზე დაათვალიერებთ მზა პროდუქციას, დარწმუნდებით ხარისხსა და თქვენს არჩევანში.

სენდვიჩ პანელის სახლი

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოიწყოთ სენდვიჩ პანელის სახლი, რომელსაც გამოიყენებთ ნებისმიერი დანიშნულებისთვის, იქნება ეს საცხოვრებლად, თუ სხვა კომერციული აქტივობისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

უმეტეს შემთხვევაში არა. საკმარისია მყარი, მოსწორებული ზედაპირი, რომელზეც მარტივად დამონტაჟდება კონტეინერი. დახრილ ან არათანაბარ რელიეფზე ვიყენებთ საყრდენებს, კონსტრუქციის გასათანაბრებლად.

სენდვიჩ პანელი, მეტალოპლასტმასის ან მეტალის კარ-ფანჯარა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას გაძლევთ კონტეინერი თქვენთვის სასურველ ფერებში შეიძინოთ. გარე იერსახის შერჩევას დაგეგმარების ეტაპზევე ვათანხმებთ.

ვინაიდან კონტეინერი ძირითად შემთხვევებში არ არის კაპიტალური ნაგებობა, ნებართვის მიღების პროცედურა ხშირად ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე სტანდარტულად. რეკომენდებულია დაზუსტება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.

დიახ, სენდვიჩ პანელის კონტეინერის შეძენის სურვილის შემთხვევაში ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის განვადება. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბანკს.