სენდვიჩ პანელის კოტეჯი - ევრო კონსტრუქტორი

სენდვიჩ პანელის კოტეჯი

ეკონომიურ ფასად და მხოლოდ რამდენიმე დღის ვადაში დაგიმზადებთ სენდვიჩ პანელის მულტიფუნქციურ კოტეჯს, რომლებიც გამოირჩევა ტრადიციული სახლის დახვეწილი ვიზუალით. ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას / ხარისხს. ჩვენი კოტეჯები საუკეთესო არჩევანია მუდმივ საცხოვრებლად ან სამუშაო სივრცედ, ვინაიდან არის თბოიზოლირებული, გამძლე და სრულიად კეთილმოწყობილი. შეგიძლიათ მრავალჯერ ტრანსპორტირება ნებისმიერ ადგილას. კოტეჯს დაგიმზადებთ ნებისმიერი ფორმით და მოდიფიკაციით, თქვენი სურვილის მიხედვით.

  იხილეთ დეტალურად:

დაინტერესების შემთხვევაში, ემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კოტეჯების ყველა ტიპი ფუნქციონალურობისა და მასალის მიხედვით.

განსხვავებული მასალით კოტეჯის დამზადების სურვლის შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ მოცემული კატეგორია:

საცხოვრებელი კოტეჯი

წლების განმავლობაში, საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბითაც, სენდვიჩ პანელის კოტეჯები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მუდმივად საცხოვრებლად, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც კაპიტალური და მაღალ ხარჯიანი მშენებლობის ჭკვიანურ ალტერნატივას ეძებს. ჩვენი საცხოვრებელი კოტეჯი იდეალურად გამოგადგებათ ოთხივე სეზონზე მუდმივად საცხოვრებლად, ათწლეულების განმავლობაში. კოტეჯები აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას სრული კომფორტის შესაქმნელად, ზაფხულში კოტეჯში სასიამოვნო სიგრილეა, ხოლო ზამთარში მარტივად შესანარჩუნებელი სითბო. კოტეჯები უძლებთ რთულ ამინდებს და გონივრული მოპყრობის პირობებში ათწლეულები ძლებს. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქცია ეკონომიური და ხელმისაწვდომია თქვენი ნებისმიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად.

ჩვენთან თანამშრომლობისას, ყველა კოტეჯი იგეგმება ინდივიდუალურად და მაქსიმალურად ერგება თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. შეგიძლიათ კოტეჯში მოიწყოთ, მისაღები ოთახი, საძინებელი, სამზარეულო კუთხე, ტუალეტი, საშხაპე და ნებისმიერი სხვა დანიშნულების ოთახი. ევრო კონსტრუქტორი უზრუნველყოფს ელექტროობის მოწყობას, გათბობის სისტემების, სველი წერტილების მოწყობას, გადატიხვრებს, მოდიფიკაციებსა და სრულ კეთილმოწყობას. 

სტანდარტული კოტეჯები დაახლოებით 21-24 კვადრატია, რაც სრულიად საკმარისია კომფორტული სახლის მოსაწყობად.

სააგარაკე კოტეჯი

სენდვიჩ პანელის კოტეჯი განსაკუთრებით მოთხოვნადია სააგარაკე ობიექტად: ბუნებაში, მდინარის ნაპირზე, ტყეებში, კურორტებზე, ზღვის ხედთან ან მაღალმთიან ზონებში. ჩვენი სააგარაკე კოტეჯების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ორფერდა, სამკუთხა გადახურვა, რომელიც კოტეჯს სძენს ტრადიციული სახლის იერსახეს. ასეთი ვიზუალის საშუალებით, კოტეჯი იდეალურად ერწყმის გარემოს და ქმნის სასიამოვნო ჰარმონიას.

ჩვენს კოტეჯებს შეხვდებით საქართველოს ყველა კურორტზე, იქნება ეს ბაკურიანში ბუნების პირას, გუდაურში სათხილამურო ტრასებზე ან სამაშველო ობიექტად, სვანეთში, შაორის ტბის მიდამოებში, შატილში და სხვა თქვენთვის ნაცნობ ადგილას. რაც ყველაზე ხელსაყრელია, ჩვენი კოტეჯების ტრანსპორტირება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუნდაც, რთულად მისადგომ ადგილებში. 

სენდვიჩ პანელის კოტეჯის ფასი

ჩვენს ინდუსტრიაში რთულია ფასის სტანდარტიზაცია, ვინაიდან თითოეული კოტეჯი  ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სენდვიჩ პანელის კოტეჯის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე, როგორებიცაა კოტეჯის კვადრატულობა, კარ-ფანჯრის რაოდენობა და განლაგება, გადატიხვრები, სველი წერტილები, კეთილმოწყობა, ტრანსპორტირების დანიშნულება, მასალა და ასე შემდეგ.

დეტალების გასავლელად და ზუსტი ფასის დასათვლელად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე ან გვესტუმროთ საწარმოში სოფ. მუხათგვერდში, თბილისის შემოსასვლელთან, რათა დეტალურად გავიაროთ თქვენი პროექტი, ჩვენს გამოცდილ ინჟინრებთან ერთად.

სენდვიჩ პანელის კოტეჯის მახასიათებლები

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი, რომელსაც ერთ-ერთ ძირითად სამშენებლო მასალად ვიყენებთ, გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით:

თბოიზოლაცია და გამძლეობა: ჩვენს კოტეჯებში პოლიურეთანით და რკინის ფირფიტით შეფუთული კარკასი ეფექტურად ბლოკავს სიცივეს და იკავებს სითბოს, რაც ზამთრის რთულ პირობებშიც კი კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მინიმალური გათბობის დახმარებით. ამის მსგავსად, თბოიზოლაცია დაგეხმარებათ ზაფხულში კოტეჯში შეინარჩუნოთ სიგრილე.

ზომა და მოდიფიკაციები: კოტეჯი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფორმის ან ზომის. ჩვენ გვიმუშავია, როგორც 100+ კვადრატულობის მქონე პროექტებზე, ასევე მცირე ზომის კოტეჯებზე. შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის და განლაგების კარ-ფანჯრის დამატება, გადატიხვრების მოწყობა, კოტეჯის დამზადება სხვადასხვა ფერის სენდვიჩ პანელით პროფილური მილით.

სწრაფი მონტაჟი: ევრო კონსტრუქტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ხარისხთან, გამოცდილებასთან და ფასთან ერთად დამზადების სისწრაფეა. საშუალო ზომის კოტეჯი მზადდება რამდენიმე დღეში, დაახლოებით 1 კვირის პერიოდში და სრულიად მზადაა ტრანსპორტირებისთვის / ექსპლუატაციისთვის.

ჰიდრო- და ცეცხლგამძლეობა: პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი ასევე წყალგაუმტარია, უძლებს ნესტს და არის ცეცხლგამძლე, რაც საქართველოს განსხვავებული კლიმატური ზონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გასაქირავებელი კოტეჯი

სენდვიჩ პანელის კოტეჯი არის ჭკვიანური და ეკონომიური ინვესტიცია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. უკვე არაერთ სახელმწიფო და კომერციულ პროექტში გამოიყენება ჩვენი კოტეჯები, როგორც მცირე ან საშუალო ზომის სასტუმრო, დამსვენებლებზე გასაქირავებლად. ამ დანიშნულებით, ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნა გვაქვს მცირე მეწარმეებისა და კერძო პირებისგან, რომლებიც Airbnb, Booking.com და სხვა პლატფორმებზე განსათავსებლად უკვეთავენ ჩვენთან სენდვიჩ პანელის კოტეჯებს.

თქვენი ბიზნესისთვის, ეკონომიურ ფასად, გთავაზობთ კოტეჯს, რომელიც აერთიანებს კომფორტს, გამძლეობას და ლამაზ ვიზუალს.

კოტეჯის მშენებლობა და მიწოდების პროცესი

ჩვენთან სენდვიჩ პანელის კოტეჯის შეძენის პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა. პირველ ეტაპზე, მობილურზე დაკავშრების ან საწარმოში მოსვლის შემდგომ ერთად დავამუშავებთ თქვენს პროექტს, ან შემოგთავაზებთ უკვე დამზადებულ / მზა კოტეჯის ვარიანტს. ამის შემდგომ განვსაზღვრავთ ჩაბარების ვადას და ფასს. თქვენ მიერ შეკვეთის მოცემის სურვილის შემთხვევაში მაშინვე დავიწყებთ მუშაობას პროექტზე და განსაზღვრულ დროში სრულიად დასრულებულს ჩაგაბარებთ.

საჭიროების შემთხვევაში კოტეჯი შეგვიძლია დაგიმზადოთ ადგილზე, ან მოგაწოდოთ სასურველ ტერიტორიაზე. კოტეჯი არ საჭროებს საძირკველს და საკმარისია მოსწორებული ზედაპირიც.

რატომ ევრო კონსტრუქტორი?

განურჩევლად კოტეჯის დანიშნულებისა, იქნება მუდმივ საცხოვრებლად, სააგარაკედ, სამშენებლოდ, საოფისედ თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობისთვის, ხარისხი და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან განსხვავებულ პირობებში დამზადებული პროდუქცია შეგიქმნით აუარებელ პრობლემას, იქნება ეს წყლის ჩამოსვლა ჭერიდან, დაზიანებული ფასადი და ასე შემდეგ.

ჩვენ უკვე 11 წელზე მეტია ვლიდერობთ ბაზარს და უკვე 2,500 – ზე მეტ წარმატებულ პროექტზე ვიმუშავეთ, ხოლო ეს გამოცდილება გარდაიქმნება მიდგომებსა და ცოდნაში, რომლებიც ქმნიან საუკეთესო ხარისხს. ჩვენი მუშაობის მანძილზე მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ისევ ჩვენთან ბრუნდება სხვა შეკვეთების დროს, რაც პირდაპირ უსვამს ხაზს მომხმარებლის კმაყოფილებაზე ჩვენთან ურთიერთობისას.

ჩვენ მიერ დამზადებულ კოტეჯებს ყიდულობენ როგორც კომპანიები საქართველოს ნებისმიერი ინდუსტრიიდან, ასევე მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თუ სხვა დანიშნულებით და ფიზიკური პირები, ბიზნესისთვის ან მუდმივ საცხოვრებლად / სააგარაკოდ.

კონტეინერის ტიპები

კონტეინერის ტიპები

აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები

ხშირად დასმული კითხვები

ნებართვის საჭიროება დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე და კოტეჯის მახასიათებლებზე. ვინაიდან კოტეჯები ძირითად შემთხვევებში კაპიტალური არაა, ნებართვის მიღების პროცედურა შედარებით მარტივია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტს.

დიახ, სენდვიჩ პანელის კოტეჯის გაფართოება ან სხვა დამატებითი მოდიფიკაციები შესაძლებელია სამომავლოდ. გვაქვს საკმაოდ ბევრი წარმატებით დასრულებული პროექტი, სადაც მომხმარებელმა თავდაპირველად ერთი კოტეჯი შეიძინა, ხოლო შემდგომ დამატებითი ოთახი დაუმატა.

სრულიად. კოტეჯის გარე ფასადი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის. შეგვიძლია შეღებვა, განსხვავებული ფერის სენდვიჩ პანელით აწყობა, ან სტიკერის გაკვრა.

დიახ. გვაქვს საქართველოს ბანკის განვადება. დეტალებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბანკს.