ხის ჯიხური - ევრო კონსტრუქტორი

ხის ჯიხურები

ევრო კონსტრუქტორში დაგიმზადებთ საუკეთესო ხარისხის მოძრავ ხის ჯიხურებს ეკონომიურ ფასად. 11 წლიანი გამოცდილებისა და 2500 – ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტის ფონზე ვლიდერობთ ბაზარს და საუკეთესო ნამუშევარზე გაძლევთ გარანტიას! დამზადებულ ჯიხურს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას მოგაწვდით და დაგიმონტაჟებთ, რთულად მისადგომ ადგილებში კი შეგვიძლია ადგილზეც ავაწყოთ კონსტრუქცია. მომსახურებაში შედის ელექტროობა, სველი წერტილები, გადატიხვრები, ნებისმიერი მოდიფიკაცია, ტექნიკის მონტაჟი და სრული კეთილმოწყობა, თქვენი სურვილის შემთხვევაში.

  იხილეთ დეტალურად:

თუ ჯიხურის შეძენა გსურთ განსხვავებული მიზნობრიობითაც, შეგიძლიათ ეწვიოთ ჯიხურების სრულ კატალოგს, სადაც ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქციის ნიმუშები და აღწერაა მოცემული.

კონტეინერის ტიპები

კონტეინერის ტიპები

აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები

ხშირად დასმული კითხვები

ხარისხიანი ხის და დეკის პანელით დამზადებული ჯიხური, სათანადო მოვლის პირობებში, ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს როგორც სტრუქტურულ მდგრადობას, ისე ვიზუალურ იერსახეს. ჩვენი მასალა გადის სპეციალურ დამუშავებას ტენიანობის, მწერებისა და ცვეთის წინააღმდეგ.

სრულიად. ხის ჯიხურის ფორმა, ზომა, კარ-ფანჯრის განლაგება და შიდა მოწყობა სრულად მოერგება თქვენს საჭიროებას. ვამონტაჟებთ ელექტროობას, სველ წერტილებსა და ნებისმიერ სხვა კეთილმოწყობას თქვენი სურვილის მიხედვით.

არა. მონტაჟისთვის საკმარისია მყარი, მოსწორებული ზედაპირი. სურვილის შემთხვევაში ჯიხურს საყრდენებზე ვამონტაჟებთ, რაც აუმჯობესებს მდგრადობასა და კონსტრუქციის მიწიდან იზოლაციას.

სტანდარტული პროექტი მზადდება რამდენიმე დღეში, უფრო რთული ან მოცულობითი შეკვეთა კი მაქსიმუმ ერთიდან ორ კვირამდე. ზუსტ ვადას პროექტის დეტალების შეთანხმებისას გაცნობებთ.