სენდვიჩ პანელის ჯიხური | სრული მონტაჟით

სენდვიჩ პანელის ჯიხური

ევრო კონსტრუქტორში დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის მოძრავ სენდვიჩ პანელის ჯიხურს რამდენიმე დღეში. ვართ წამყვანი კომპანია ბაზარზე ათწლეულზე მეტი გამოცდილებით და გთავაზობთ საუკეთესო პროდუქციას, რომელსაც გამოიყენებთ ნებისმიერი დანიშნულებით, ნებისმიერ ადგილას. ჯიხურები არის თბოიზოლირებული, გამძლე რთულ ამინდებში, სრულიად კეთილმოწყობილი და მრავალჯერ ტრანსპორტირებადი. გამოდგება როგორც მუდმივ საცხოვრებლად, ასევე სხვა ნებისმიერი დანიშნულებით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ნამუშევრების ნიმუშები, რომელთა ნახვაც აგრეთვე შეგიძლიათ ჩვენს საწარმოში, უშუალოდ აწყობის პროცესში: 

თუ ჯიხურის შეძენა გსურთ განსხვავებული მიზნობრიობითაც, შეგიძლიათ ეწვიოთ ჯიხურების სრულ კატალოგს, სადაც ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქციის ნიმუშები და აღწერაა მოცემული.

სენდვიჩ პანელის ჯიხური არის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელი. ნებისმიერ ფიზიკურ პირსა თუ ბიზნესს შეუძლია შეუკვეთოს საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული პროექტი, რომელსაც რამდენიმე დღეში დავამზადებთ და დავამონტაჟებთ ადგილზე. რთულად მისადგომი ტერიტორიის შემთხვევაში, შეგვიძლია სამუშაოების პირდაპირ ობიექტზე შესრულებაც. ჩვენს სერვისში შედის უფასო კონსულტაცია პროექტირებისას, რა დროსაც გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან ოპტიმალური დიზაინის შერჩევაში.

ვამონტაჟებთ ელექტროობას, სველ წერტილებს, ვაკეთებთ გადატიხვრებს და ნებისმიერ თქვენთვის სასურველ მოდიფიკაციას. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ჯიხურის სრული უზრუნველყოფა ავეჯით და სხვადასხვა ტექნიკით. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ბაზარზე საუკეთესო ხარისხი.

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელის ტექნიკური მახასიათებლები

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ჯიხურების წარმოებაში, შედგება სამი ფენისგან:

  1. გარე ლითონის ფირფიტა — გალვანიზებული ფოლადი პოლიმერული საღებავით, რომელიც იცავს მასალას გარე ფაქტორებისგან, როგორებიცაა წვიმა, მზის დასხივება, ქიმიური ზემოქმედება. ზედაპირის გამძლეობა 25-30 წელი და მეტი.

  2. პოლიურეთანის ბირთვი — საუკეთესო თბოიზოლაციური მასალა თანამედროვე ბაზარზე. თბოგამტარობის კოეფიციენტი (λ) დაახლოებით 0.022 W/m·K, რაც 2-ჯერ უკეთესია ვიდრე სტანდარტული მინერალური ბამბა (0.045 W/m·K). პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ 50 მმ პოლიურეთანი იძლევა იგივე იზოლაციას, რომელიც მიიღწევა 100 მმ ალტერნატიული მასალით.

  3. შიდა ლითონის ფირფიტა — უზრუნველყოფს შიდა სივრცის ესთეტიკურ გარეგნობას და დამატებით მექანიკურ მდგრადობას, რაც კონსტრუქციას გამძლეობასა და სიმტკიცეს მატებს ყოველდღიური დატვირთვის პირობებში.
სამშენებლო ჯიხური

სამშენებლო ჯიხური სენდვიჩ პანელის კონსტრუქციით არის პრაქტიკული სამშენებლო სივრცე, რომელიც ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე გამოგადგებათ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ვინაიდან კონსტრუქცია სრულად თბოიზოლირებული და მედეგია, პერსონალი კომფორტულად და დაცულად მუშაობს როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, იქნება ეს ობიექტის მეთვალყურის პუნქტი, გამოსაცვლელი ოთახი, თუ დოკუმენტებისა და ხელსაწყოების შესანახი სასაწყობე ფართი. 

კონსტრუქცია სრულ მდგრადობას ინარჩუნებს ათწლეულების განმავლობაში ადეკვატური მოვლის პირობებში. ამ პერიოდის განმავლობაში, შეგეძლებათ ჯიხური გადაიტანოთ მრავალჯერ ერთი სამშენებლო ობიექტიდან მეორეზე დაუზიანებლად. 

ჩვენი საქმიანობის განმავლობაში გვიმუშავია 2,500 – ზე მეტ პროექტზე საქართველოს მასშტაბით, საიდანაც სამშენებლო ჯიხურების ჭრილში წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოში ამ სფეროს წამყვან კომპანიებთან. ამასთან ერთად, სამშენებლო ჯიხურები განსაკუთრებით მოთხოვნადია კერძო პირებში საკუთარი სახლის ან პირადი პროექტის მშენებლობის კუთხით.

ჩვენს სამშენებლო ჯიხურებს შეხვდებით როგორც კერძო პირების და კომპანიების, ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების ობიექტებზე. საორიენტაციოდ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პროექტების კატალოგიდან რამდენიმე წარმატებით დასრულებული პროექტის სურათი:

საოფისე ჯიხური

საოფისე ჯიხური სენდვიჩ პანელის კონსტრუქციით არის ეკონომიური და ჭკვიანური არჩევანი იმ ადამიანებისთვის თუ კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ ხარისხიან, მობილურ და კომფორტულ სამუშაო სივრცეს დაბალ ფასად. 

ჩვენი პროდუქცია ფართოდ გამოიყენება კომერციულ ობიექტებზე, პარკინგებზე, გაყიდვების ჯიხურებად ან კერძო პირებისთვის პირად სამუშაო პუნქტად. ჯიხურები არის სრულიად თბოიზოლირებული და კეთილმოწყობილი, დაგიმზადებთ და დაგიმონტაჟებთ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე დღეში. 

საოფისე ჯიხური შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფორმის, ზომის, მრავალფეროვანი მოდიფიკაციებით, ვიტრაჟული შუშებით ან ტექნიკით აღჭურვილი. ჩვენს საწარმოში თქვენი ვიზიტის დროს, ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინი მზა ნიმუშების ფონზე. 

თუ გსურთ ალტერნატივებთან შედარებით ეკონომიურად და გონივრულად მოიწყოთ სამუშაო სივრცე, რომელიც იქნება კომფორტული, დაცული და რაც მთავარია მობილური, გვესტუმრეთ თბილისის შემოსასვლელში, სოფ. მუხათგვერდში, დაგვიკავშირდით მითითებულ მობილურზე, ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე.  

ქვემოთ შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ საოფისე ჯიხურის პროექტების ნიმუშები, გარე ფასადის ვიზუალი, ინტერიერი და კონსტრუქცია.

სენდვიჩ პანელის ჯიხურის შეძენა

სენდვიჩ პანელის ჯიხურის შეძენა შეგიძლიათ შეკვეთით, თქვენს საჭიროებებზე მორგებული პარამეტრებით. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეიძინოთ სტანდარტული ვერსიები მზა მდგომარეობაში, რომლებიც განთავსებულია ჩვენს საწარმოში. ჩვენთან სტუმრობა სასურველია შეკვეთის მოცემის ჭრილშიც, ვინაიდან ადგილზე დეტალურად დაათვალიერებთ მზა პროდუქციას და დარწმუნდებით არჩევანის სისწორეში. 

ხშირად დასმული კითხვები

სენდვიჩ პანელის ჯიხურის ზომა სრულად მორგებულია თქვენს საჭიროებებზე, ვამზადებთ მცირე ჯიხურებიდან დაწყებული, დიდი ზომის პროექტებს, რომლების კვადრატულობაც აღწევს 80-90 კვადრატულ მეტრს. ასეთი ზომის ჯიხურის შეძენის სურვილის შემთხვევაში, მოგვიწევს ადგილზე მუშაობა, ხოლო შედარებით მცირე მოცულობის პროექტების ჭრილში ჩვენი საწარმოდან მოგაწვდით და დაგიმონტაჟებთ პროდუქტს.

დიახ, ვახორციელებთ მიწოდებას საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. რთულად მისადგომი ლოკაციების შემთხვევაში შეგვიძლია ადგილზე მუშაობაც.

სტანდარტული პროექტის დამზადებას სულ რამდენიმე სამუშაო დღე სჭირდება. სენდვიჩ პანელის ჯიხურის დამზადების ზუსტი ვადები დამოკიდებულია კონსტრუქციის ზომასა და ინტერიერის მოდიფიკაციების სირთულეზე, რასაც წინასწარ შეგითანხმებთ.

დიახ, ეს სენდვიჩ პანელის ჯიხურის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა. კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მომავალში მარტივად დაამატოთ ახალი სექცია, შეცვალოთ შიდა განლაგება ან დაამატოთ მოდიფიკაციები.