ვიტრაჟული კონტეინერი - ევრო კონსტრუქტორი

ვიტრაჟული კონტეინერი

ევრო კონსტრუქტორში ვამზადებთ მაღალი ხარისხის ვიტრაჟულ კონტეინერებს, რომელთა ფასადის დიდი ნაწილი შუშის ვიტრაჟებითაა აწყობილი და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა. იდეალურია მაღაზიების, გაყიდვების ოფისებისა და ნებისმიერი ბიზნესისთვის, სადაც მნიშვნელოვანია შიდა სივრცის ხილვადობა, ბუნებრივი განათება და დახვეწილობა. კონტეინერები არის სრულად თბოიზოლირებული და კეთილმოწყობილი, ელექტროობით, სველი წერტილებით, გადატიხვრებით და ყველა სხვა მოდიფიკაციით. მზადდება რამდენიმე დღეში და ტრანსპორტირდება საქართველოს მასშტაბით. 11 წლიანი გამოცდილებით, ვართ ბაზრის ლიდერი კომპანია და გაძლევთ სრულ გარანტიას ხარისხზე!

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი კომპანიის სხვა პროდუქტებითაც, შეგიძლიათ ეწვიოთ კონტეინერების სრულ კატალოგს

კონტეინერის ტიპები

კონტეინერის ტიპები

აღმოაჩინეთ ჩვენი კონტეინერების მრავალფეროვანი სახეობები

ხშირად დასმული კითხვები

ვიტრაჟის ფართობი თქვენს მოთხოვნაზეა მორგებული. შეგვიძლია კედლების სრული მოწყობა შუშებით, ან შედარებით პატარა ზომის ვიტრაჟების მონტაჟი.

დიახ. ვიყენებთ ხარისხიან მინაპაკეტს, რომელიც დიდი გამჭვირვალე ფართობის პირობებშიც ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში.

კონსტრუქცია მობილურია და ამწის დახმარებით მარტივად ტრანსპორტირდება ახალ ლოკაციაზე. განსაკუთრებით რთულად მისადგომ ტერიტორიებზე, შეგვიძლია კონტეინერი ადგილზევე აგიწყოთ.

ნებართვის საჭიროება დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე და კონსტრუქციის მახასიათებლებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია ძირითად შემთხვევებში კაპიტალური არაა, ნებართვის აღების პროცედურა უფრო მარტივია, ვიდრე სტანდარტულად.   დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტს.